როდისაა საჭირო ელემენტების გაგრილების სისტემის დიაგნოსტიკა

როდისაა საჭირო ელემენტების გაგრილების სისტემის დიაგნოსტიკა

ძრავის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა მხოლოდ ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმშია შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ავტომობილების მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გაგრილების სისტემას.

ჰიბრიდულ ავტომობილებს მოვლის გარკვეული სპეციფიკა აქვთ. ელემენტები პერიოდულად საჭიროებენ შემოწმებას და მოვლას. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მაღალვოლტიანი ბატარეის გაგრილების ვენტილატორია (ქულერი).

გამომდინარე იქიდან, რომ გაგრილების სისტემისთვის ჰაერის მიღება სალონის გავლით ხდება, მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, კერძოდ კი დაბინძურება მტვრით და ნაგვით, სამგზავრო განყოფილებიდან ჰაერთან ერთად  მოდის.

თუ არ იქნებით ყურადღებით, ქულერის ფრთებზე დაგროვილი მტვერი საგრძნობლად შეამცირებს გაგრილების ხარისხს. შესაძლოა გამოიწვიოს ქულერის გაფუჭებაც.

ელემენტების გაგრილების ეფექტურობის  ვარდნამ შეიძლება ფატალურად დააზიანოს მაღალვოლტიანი  ბატარეა. საკმარისია ერთი გაცხელება და თქვენ ახალი ელემენტების ყიდვა მოგიწევთ.

მკურნალობა ყოველთვის დიაგნოსტიკით იწყება. უფრო მეტიც, სწორი დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის 50%-ია. ეს პოსტულატები გამოიყენება როგორც ცოცხალ ორგანიზმებზე, ასევე მაღალვოლტიან ელემენტებზეც.

როდისაა საჭირო ელემენტების გაგრილების სისტემის დიაგნოსტიკა?

თუ აშკარად გაზრდილია საწვავის მოხმარება და ეს არ არის დაკავშირებული გარე ტემპერატურასთან, საწვავის ხარისხთან, მართვის სტილთან, ძრავის გაცხელებასთან და სხვ. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, თუ დიდი ხანია ატარებთ ჰიბრიდს და დარწმუნებული ხართ, რომ ყველა თანაბარ პირობებში საწვავის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, გირჩევთ, მოხვიდეთ ჩვენთან დიაგნოსტიკისთვის.

დიაგნოსტიკის სახეები:

პირველადი კომპიუტერული დიაგნოსტიკა

აქედან იწყება ყველაფერი. პირველადი დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, რომელ ნაწილშია გაუმართაობა. გვაწვდის ინფორმაციას ელემენტების წყვილების (ნაწილები, მოდულები, სექციები) შესახებ, რომლებიც გამოუსადეგარია შემდგომი მუშაობისთვის.

სრული დიაგნოსტიკა

იძლევა ყველაზე სრულ ინფორმაციას ელემენტებისა და მისი ყველა წყვილის ცვეთის შესახებ.

იხილეთ ასევე: რა უნდა იცოდეთ ჰიბრიდული ელემენტების გაგრილების სისტემაზე