რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ავტომობილს სამუხრუჭე სითხის დაგვიანებით შეცვლამ

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ავტომობილს სამუხრუჭე სითხის დაგვიანებით შეცვლამ

სამუხრუჭე სითხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მანქანის სამუხრუჭე სისტემაში. სამწუხაროდ, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის შემდეგ, მანქანის მფლობელები უგულებელყოფენ  სამუხრუჭე სითხის რეგულარულ შემოწმებას.

რატომ უნდა შეცვალოთ სამუხრუჭე სითხე?

ავტომობილის ექსპლუატაცისას, მუხრუჭის პედალზე დაჭერისას, სითხე განსაზღვრულ ტემპერატურამდე თბება, რომელიც დუღილის ტემპერატურაზე დაბალი უნდა იყოს. დუღილის დროს წარმოიქმნება ჰაერის ბუშტები, რაც საბოლოოდ იწვევს სისტემაში არასაკმარის წნევას და სამუხრუჭე პედლის გაუმართაობას.

სამუხრუჭე სითხის შეუცვლელობის გამო, შეიძლება განვითარდეს სამუხრუჭე ცილინდრების კოროზია და მოხდეს სამუშაო ზედაპირების დაჟანგვა. იზრდება ზეწოლის ძალა პედალზე სითხის საპოხი თვისებების გაუარესების გამო, ასევე, ხანმოკლე და ინტენსიური დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე სითხეში წყლის ადუღების რისკი ჩნდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პედლის ჩავარდნა ექსტრემალურ სიტუაციაში.

სამუხრუჭე სისტემის მუშაობისას, კონკრეტულად, კი მუხრუჭის მოხსნისას სამუხრუჭე სითხე ბრუნდება ავზში და ერევა მის შიგთავსს. ამგვარად, ნესტი გარედან ხვდება მთელ სამუხრუჭე სისტემაში.

სამუხრუჭე ხუნდების შემოწმება რეკომენდებულია  6 თვეში ერთხელ, ხოლო სამუხრუჭე სითხე საშუალოსტატისტიკურმა მძღოლმა უნდა შეცვალოს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ან ყოველი 60000 კმ-ის გავლის შემდეგ. ამასთან, აუცილებელია სითხის მდგომარეობის პერიოდულად კონტროლი.

სამუხრუჭე სითხის მდგომარეობის განსაზღვრა და მისი შეცვლა უნდა მოხდეს ავტოსერვისში, სპეციალური დიაგნოსტიკური აპარატით.