ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური კითხვაა: როდის შევცვალოთ ანტიფრიზი?

 ანტიფრიზი, იგივე გამაგრილებელი, არის ტექნიკური სითხე, რომლის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია ავტომობილის ფუნქციონირება. მისი როლი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად საწვავის, ან ძრავის ზეთის.
როგორც ნებისმიერი ტექნიკური სითხე ავტომობილის სისტემებში, ანტიფრიზიც საჭიროებს შეცვლას. როგორც წესი, მანქანა ამის შესახებ თავად ატყობინებს მძღოლს, თუ ის შესაბამისი სენსორითაა აღჭურვილი. თუ შეაჩნევთ, რომ ძრავის სამუშაო ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა და დიდი ხნის განმავლობაში არ უბრუნდება ჩვეულ მაჩვენებელს, შეგიძლიათ შეამოწმოთ ანტიფრიზის მდგომარეობა. თუ მას მუქი შეფერილობა აქვს, რაც ჟანგს მოგაგონებთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის შეცვლაზე.ბევრი ადამიანი არ უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას ანტიფრიზს, რაც გამოწვეულია იმით, რომ მისი შეცვლის პერიოდი არ არის ისეთი ხშირი, როგორც ძრავის ზეთის. უხარისხო, ან არასწორი ანტიფრიზის ჩასხმით შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ თქვენს ავტომობილს. ამიტომ, კარგი იქნება იცოდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი და შესაფერისი ანტიფრიზი.
უხარისხო შემადგენლობის მქონე ანტიფრიზის გამოყენება ძალიან საშიშია და ყველაზე ცუდი ისაა, რომ შედეგები შეიძლება ვერ შეამჩნიოთ ჩასხმისთანავე. ასევე, რთულია დიაგნოსტიკა: ყველა ხელოსანს არ შეუძლია მიხვდეს, რომ დაზიანების მიზეზი არასწორად შერჩეული ანტიფრიზია.ანტიფრიზის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის პროპილენი ან ეთიკენგლიკოლი. ცოტაოდენი გამოხდილი წყალი; საღებავი (მასზეა დამოკიდებული ანტიფრიზის ფერი); სპეციალური დანამატები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ სითხის გაგრილების თვისებებზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვადასხვა ფერის ანტიფრიზის ერთმანეთში შერევა, რადგან შესაძლოა, ისინი სხვადასხვა დანამატებს შეიცავდნენ და მათმა კომბინაციამ, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ავტომობილი.
ანტიფრიზის ყიდვისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ბრენდს და მწარმოებლის რეკომედაციებს. შეარჩიეთ ისეთი ცნობილი ბრენდის პროდუქტი, როგორიცაა მაგალითად Toyota და დარწმუნდით პროდუქტის ორიგინალობაში.

დაბალ ფასიანი ანტიფრიზი შეიძლება ადუღდეს 109 °C -ზე, ხოლო უფრო ძვირადღირებული სითხე უძლებს ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს 125 °C -მდე. რაც შეეხება მინუს ტემპერატურისადმი მდგრადობას, ხარისხიანი ანტიფრიზი -40 °C-ს უნდა უძლებდეს.
ძრავის გაციება ანტიფრიზის მთავარი დავალებაა, მაგრამ ის ასევე პასუხისმგებელია სალონის გათბობაზეც.
კოროზი(გადახურება) – მეტ-ნაკლებად ხშირი მოვლენაა, რომელიც ანტიფრიზის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. გადახურებას ექვემდებარებიან მეტალები, რომლებიც უშუალო კონტაქტში შედიან ანტიფრიზთან. შედეგად, ძრავი გასცემს ნაკლებ სითბოს, ხოლო რადიატორი შესაბამისად იღებს, რაც ძრავის და სითხის გადახურებას იწვევს. ასევე, არასწორი ანტიფრიზის ჩასხმამ შეიძლება გამოიწვიოს თერმოსტატის „გაჭედვა“, ტუმბოს საკისარის ჰერმეტულობის დარღვევა; პომპის ფრთების განადგურება; რადიატორის და ძრავის არხების დაბინძურება; რადიატორის და ცილინდრების ბლოკის თავების ეროზია.
Hybrid Lab-ში შეგიძლიათ შეიძინოთ Toyota-ს ბრენდის ორიგინალი ანტიფრიზი და დაიცვათ თქვენი ავტომობილი არასასურველი დაზიანებებისგან და უხარისხო სითხის მიერ გამოწვეული პრობლემებისგან.

მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვირეკეთ ნომერზე 574 215 005
მის: სანზონა, დ. გურამიშვილის N70 👉📍 https://bit.ly/3ofY9bG
📍 ბელიაშვილის 199

Continue reading “ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური კითხვაა: როდის შევცვალოთ ანტიფრიზი?”

რატომ იზრდება საწვავის ფასი?

მიზეზად ეკონომისტები ოპეკის+-ის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) საქმიანობის სტრატეგიას ასახელებენ. ოპეკი+ ნავთობის მოპოვების მოცულობაზე მნიშვნელოვან შეზღუდვას აწესებს. წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდების მიუხედავად, ოპეკის+ ნავთობის მოპოვების ლიმიტს დღე-ღამეში მხოლოდ 400 000 ბარელით ზრდის.

ეორე მხრივ, პანდემიის დასაწყისში ჩაკეტილი სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკები უკვე გაიხსნა და შესაბამისად, საწვავზე მოთხოვნაც გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია. წარმოქმნილი დისბალანსი კი თავის მხრივ საწვავს აძვირებს.

ოპეკი +-ის პროგნოზით, 2022 წელს საწვავზე მოთხოვნა დღე-ღამეში 100.6 მლნ ბარელს მიაღწევს, რაც 500 000 ბარელით მეტი იქნება 2019 წლის, პანდემიამდელ მაჩვენებელზე. ამ მონაცემებით, საწვავზე ფასის ზრდის ტენდენცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.
ამ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჰიბრიდულ ავტომობილზე

 თუ არ დააწვებით ძლიერად აქსელერატორს (ამაჩქარებელს), ჰიბრიდული ავტომობილის დამუხტული აკუმულატორით, მანქანა მხოლოდ ელექტროენერგიაზე იმოძრავებს. თუ ძლიერად დააწვებით – ამუშავდება შიგაწვის ძრავა.
 ელექტროენერგიაზე შეგიძლიათ დაახლოებით 1 კმ-ს გავლა, პედალზე დაწოლის სიმძლავრის დარეგულირებით, რომ შიგაწვის ძრავა არ ამოქმედდეს.
სისტემის მუშაობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, გარე ტემპერატურა (ამინდი), აკუმულატორის დამუხტვა, ძრავის ტემპერატურა, ელემენტი, ანტიფრიზი. ჰიბრიდს შეუძლია ელექტროენერგიით იაროს ერთი დღე და არ ჩაქრეს იმავე გზაზე, მეორე დღეს.
 როცა საცობში ელექტროძრავაზე მომუშავე ჰიბრიდის ელემენტი დაიცლება, შიგაწვის ძრავა თავისით ჩაირთვება და ელემენტს დაახლოებით 5 წუთში, ნახევრამდე დატენის, რის შემდეგაც ის თვითონვე გამოირთვება.

4️ ძირითადი ტექნიკური სითხე, რომელთა რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის:

 ჰიბრიდულ ავტომობილს სჭირდება 4 ძირითადი სითხე, რომლებიც პერიოდულად გამოცვლას საჭიროებს:
🔘 ძრავის ზეთი
🔘 გადაცემათა კოლოფის ზეთი
🔘 ანტიფრიზი
🔘 სამუხრუჭე სითხე
 მანქანის გამართული ფუნქციონირებისთვის ხარისხიანი ტექნიკური სითხის გამოყენება აუცილებელია, რადგან არასწორად შერჩეულმა უხარისხო სითხემ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს ავტომობილს.
 უხარისხო ზეთი ნალექს და ნამწვს აგროვებს, რაც ძრავის ნაადრევად განადგურებას იწვევს. ძრავისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ორიგინალი ზეთიც, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მხოლოდ 𝕋𝕠𝕪𝕠𝕥𝕒-ს ბრენდის ორიგინალი სითხე, რომელსაც რეკომენდაციას მწარმოებელი უწევს.
 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვირეკეთ ნომერზე 574 215 005
📪 მის: სანზონა, დ. გურამიშვილის N70 📍 https://bit.ly/3ofY9bG
📍 ბელიაშვილის 199