რამდენია Toyota Prius-ის ელემენტის ხანგრძლივობა   

 Toyota Prius-ის ელემენტის საშუალო ხანგრძლივობა 10-15 წელია.   Toyota Camry-ს დაახლოებით 8, ხოლო Lexus GS 450h-ისა –  5 წელი. გარბენი მიუთითებს მანქანის ზოგად მდგომარეობაზე, მაგრამ რაც უფრო ძლიერია ჰიბრიდი, მით უფრო სწრაფად ცვდება მაღალვოლტიანი ელემენტი.

Toyota-ს შეფასებით, ჰიბრიდული აკუმულატორების ექსპლუატაციის ვადა, ნორმალურ სამუშაო პირობებში, დაახლოებით 10 წელია. ამ დროის განმავლობაში, საშუალო ამერიკული მანქანა 240-დან 320 ათას კილომეტრამდე მანძილს გადის.

Toyota Prius-ი ელემენტის გარეშე ვერსად წავა. ელემენტის გარეშე მხოლოდ  სიჩქარის გადამრთველის ნეიტრალურზე დაყენებაა შესაძლებელი.

 როგორ შევამოწმოთ ელემენტის მდგომარეობა?

Срок службы батареи гибридного автомобиля

მანქანა ააჩქარეთ დაახლოებით 50 კმ/სთ-მდე და გათიშეთ კონდიციონერი, ღუმელი და სხვა ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები. დაელოდეთ ძრავის გაჩერებას და გაანულეთ ოდომეტრი. იარეთ თანაბარი სვლით. თუ გარბენი შიგაწვის ძრავის ჩართვამდე იქნება დაახლოებით 2 კმ, მაშინ ელემენტი არ არის მკვდარი.

ახალი Lexus RX 2022 წელს გამოვა ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატის სამი ვერსიით

Lexus აპირებს გადახედოს თავისი ყველაზე გაყიდვადი მოდელების ხაზს და მოიყვანოს იგი დროის შესაბამისობაში.
Lexus RX კროსოვერის შემდეგი თაობა წელს უნდა იყოს წარმოდგენილი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ახალი ძალოვანი აგრეგატი. როგორც ამბობენ, ახალი კროსოვერი მიიღებს 3 ჰიბრიდულ ძალოვან აგრეგატს.

Новый Lexus RX появится уже в этом году и получит 3 гибридные силовые  установки - UA-NEWS.in.ua

ჩვენი უცხოელი კოლეგების თქმით, ტოპ ვერსია იქნება plug-in ჰიბრიდული RX500h, რომელიც ჩაანაცვლებს ახლანდელ RX450h-ს.

ახალი თაობა დაფუძნებული იქნება TNGA პლატფორმაზე. ახალი ჰიბრიდის დებიუტი 2022 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

 Lexus-მა 2021 წლის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა

1 თებერვალს, Toyota-მ Lexus-ის ავტომობილების 2021 წლის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიამ 760 012 ახალი მანქანის რეალიზება მოახდინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც 6%-ით მეტია, 2020 წელთან შედარებით.

კოვიდის პანდემიამდე, 2019-ში, იაპონურმა ბრენდმა გაყიდა 765 330 ავტომობილი.

ჩრდილოეთ ამერიკა Lexus-ების გაყიდვების ყველაზე მსხვილ ბაზრად რჩება. გაყიდვებმა აქ 332 000 ცალი ერთეულს მიაღწია. მეორე ადგილზე ჩინეთია: 227 000 ერთეულით.

Lexus-ის გაყიდვები 2021 წელს ქვეყნების მიხედვით:

  1. ჩრდილოეთ ამერიკა – 332 000 ერთეული (+12% 2020 წელთან შედარებით);
  2. ჩინეთი – 227 000 ერთეული (+1%);
  3. ევროპა – 72000 ერთეული (+2%);
  4. იაპონია – 51 000 ერტეული (+4%);
  5. აღმოსავლეთ აზია – 30 000 ერთეული (-5%);
  6. ახლო აღმოსავლეთი – 28000 ერთეული (+3%).

ES, RX და UX ჰიბრიდული ვერსიების გაყიდვების რაოდენობამ 2021 წელს 260 000 ერთეული შეადგინა (+10%).

შეგახსენებთ, რომ Toyota Motor-მა 2021 წლისთვის რეკორდი დაამყარა გაყიდვებში და შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერობა, წარმოების კრიზისის მიუხედავად.

2021 წლის TOP 10 საუკეთესო ჰიბრიდული ავტომობილი

ჰიბრიდული ტექნოლოგია მძღოლებს საშუალებას აძლევს დაზოგონ საწვავის ხარჯი. ჰიბრიდული მანქანები იდეალურია ურბანული მაცხოვრებლებისთვის და მათთვის, ვინც მოკლე მანძილებზე მგზავრობს.

AutoExpress-ის ექსპერტებმა შეადგინეს საუკეთესო ჰიბრიდული მანქანების რეიტინგი 2021 წლისათვის:

 

  1. Mercedes C 300 e

ჰიბრიდის ელექტრული მარაგი თითქმის 100 კმ-ა, რაც მოცემულ კლასში საუკეთესო მახასიათებლად მიიჩნევა. ამას გარდა, მაღალსიჩქარიანი დამუხტვა 55 კვტ-ზე, იძლევა ელემენტის 100%-ით დამუხტვის საშუალებას, სულ რაღაც ნახევარ საათში.

  1. Toyota Yaris

მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ მანქანას შეუძლია ელექტროენერგიით ქალაქში 80%-ით იმოძრაოს , მისი სიჩქარე აღემატება 120 კმ/სთ-ს.

  1. Renault Captur

ბოლო Captur-ი უფრო მაღალი, გრძელი და განიერია, ვიდრე ძველი მოდელი. ეს მას საუკეთესო საოჯახო მინი-კროსოვერად აქცევს. აღნიშნული ჰიბრიდული მოდელი ამ კლასში ლიდერია.

  1. Toyota Corolla

ბრიტანული წარმოების ჰეჩბეკი წარმოდგენილია 1,8 და 2,9 ლიტრიანი მოცულობის ვარიანტებით, რომლებიც ავტომატურად გადაირთვებიან ენერგიის ორ წყაროს შორის და იყენებენ ბენზინის ძრავას, აკუმულატორის დასატენად.

  1. Toyota Prius

8,8 კვტ/სთ სიმძლავრის ელემენტის დატენვას დაახლოებით 2,5 – 4 სთ-მდე სჭირდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რთული საკიდარი მაღალსიჩქარიან მართვას გაცილებით კომფორტულს ხდის.

  1. Skoda Octavia iV

ელექტროობაზე სვლის დიაპაზონი დაახლოებით 55 კმ-ა. მანქანა აღჭურვილია 1,4 ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავით და მცირე ზომის ელექტროძრავით, რომლებიც ერთად ავითარებენ 201 ცხენის ძალას და 350 ნმ ბრუნვის მომენტს. მაქსიმალური სიჩქარე აღემატება 210 კმ/სთ-ს, რაც საკმაოდ ღირსეული მაჩვენებელია.

  1. BMW X5 45e

ელექტროძრავა მუშაობს  3.0 ლიტრიან, ექვსცილინდრიან ბენზინის ძრავთან ერთად. ისინი ერთად ავითარებენ 389 ცხენის ძალას და 600 ნმ ბრუნვის მომენტს. მანქანის მაქსიმალური სიჩქარე აღემატება 230 კმ/სთ-ს.

  1. Mercedes E 300 e/de

ჰიბრიდი გამოირჩევა საწვავის შთამბეჭდავი ეკონომიით და უზრუნველყოფს რბილ, კომფორტულ მართვას.

  1. BMW 330e

მოდელს აქვს 2.0 ლიტრიანი ბენზინის ძრავა და ელექტროძრავა. სიმძლავრე 288 ცხ/ძალა.

  1. Kia Niro

ოჯახის SUV აღჭურვილია 1.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავით და ელექტროძრავით, რომლებიც ერთად გამოიმუშავებენ საკმაოდ მოკრძალებულ 139 ცხენის ძალას. ამავდროულად, ეს არის ეკონომიური და საიმედო მანქანა, რომელიც უძლებს დროს და ძალიან კომფორტულია მცირეწლოვანი ბავშვების პატრონებისთვის.

პირველი ჰიბრიდული ავტომობილი – Lohner-Porsche Hybrid 1901 წელს შეიქმნა

Lohner-Porsche-ს პირველი ჰიბრიდული მანქანა შტუტგარტში, “პორშეს” მუზეუმში ინახება.

ჰიბრიდის ყველაზე პირველი კონსტრუქცია – თანმიმდევრული, საავტომობილო ინდუსტრიის გარიჟრაჟზე, ფერდინანდ პორშემ გამოიგონა. სამუშაო პროტოტიპი Lohner-Porsche Hybrid-ი 1901 წელს გამოჩნდა. „პრიუსამდე“ ასი წლით ადრე.

Lohner-Porsche — Википедия

სინამდვილეში, ჰიბრიდული მანქანა თითქმის იგივე ასაკისაა, როგორც ბენზინზე მომუშავე, უბრალოდ მას მთელი საუკუნე მოუწია ლოდინი.

იაფი საწვავით, ტექნიკურად რთულ ჰიბრიდებს  უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. მე-20 საუკუნეში ეკოლოგიის საკითხები კი ძალიან ცოტას აღელვებდა.

Lohner-Porsche Hybrid