Lexus-მა 2021 წლის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა

 Lexus-მა 2021 წლის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა

1 თებერვალს, Toyota-მ Lexus-ის ავტომობილების 2021 წლის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიამ 760 012 ახალი მანქანის რეალიზება მოახდინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც 6%-ით მეტია, 2020 წელთან შედარებით.

კოვიდის პანდემიამდე, 2019-ში, იაპონურმა ბრენდმა გაყიდა 765 330 ავტომობილი.

ჩრდილოეთ ამერიკა Lexus-ების გაყიდვების ყველაზე მსხვილ ბაზრად რჩება. გაყიდვებმა აქ 332 000 ცალი ერთეულს მიაღწია. მეორე ადგილზე ჩინეთია: 227 000 ერთეულით.

Lexus-ის გაყიდვები 2021 წელს ქვეყნების მიხედვით:

  1. ჩრდილოეთ ამერიკა – 332 000 ერთეული (+12% 2020 წელთან შედარებით);
  2. ჩინეთი – 227 000 ერთეული (+1%);
  3. ევროპა – 72000 ერთეული (+2%);
  4. იაპონია – 51 000 ერტეული (+4%);
  5. აღმოსავლეთ აზია – 30 000 ერთეული (-5%);
  6. ახლო აღმოსავლეთი – 28000 ერთეული (+3%).

ES, RX და UX ჰიბრიდული ვერსიების გაყიდვების რაოდენობამ 2021 წელს 260 000 ერთეული შეადგინა (+10%).

შეგახსენებთ, რომ Toyota Motor-მა 2021 წლისთვის რეკორდი დაამყარა გაყიდვებში და შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერობა, წარმოების კრიზისის მიუხედავად.