თანამედროვე ჰიბრიდულ ავტომობილებში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს ლითიუმ-იონის (Li-ion) მაღალვოლტური ელემენტები. თუ ადრე ჰიბრიდების უმეტესობა ნიკელ-მეტალჰიდრიდის (NiMH) ელემენტებით აღიჭურვებოდა, დღეს მწარმოებლები უპირატესობას სწორედ ლითიუმის ტექნოლოგიას ანიჭებენ.
რატომ გახდა ლითიუმის ელემენტები ასეთი პოპულარული, რა უპირატესობები აქვს მას და როგორ უნდა მოვუაროთ, რომ მაქსიმალურად გაუზარდოთ ექსპლუატაციის ვადა?
რატომ ლითიუმის ელემენტი? ძირითადი უპირატესობები
- მაღალი ენერგოტევადობა და ნაკლები წონა ლითიუმის ელემენტები ბევრად უფრო მსუბუქია და კომპაქტური, ვიდრე ძველი თაობის ნიკელის ელემენტები. ის იძლევა საშუალებას, ავტომობილმა ნაკლები წონით მეტი ელექტროენერგია დააგროვოს და დახარჯოს.
- სწრაფი დამუხტვა და განმუხტვა ლითიუმ-იონის ბატარეას აქვს უნარი, რეგენერაციული დამუხრუჭებისას გაცილებით სწრაფად შეიწოვოს ენერგია და აჩქარებისას მყისიერად გადასცეს ის ელექტროძრავას.
- მეხსიერების ეფექტის არარსებობა ძველი ტიპის ელემენტებისგან განსხვავებით, ლითიუმის ბატარეას არ ახასიათებს „მეხსიერების ეფექტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამუხტვა და განმუხტვა ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი ტევადობის დაკარგვის გარეშე.
როგორ გავახანგრძლივოთ ლითიუმის ელემენტის სიცოცხლე?
- რეგულარულად გაწმინდეთ გაგრილების სისტემა: მინიმუმ წელიწადში ერთხელ შეამოწმეთ და გააწმენდინეთ ელემენტის ვენტილიატორი და ჰაერგამტარები.
- არ დატოვოთ ავტომობილი მზის გულზე: ზაფხულის ცხელ დღეებში შეეცადეთ მანქანა ჩრდილში ან დახურულ პარკინგზე გააჩეროთ.
- ჩაატარეთ კომპიუტერული დიაგნოსტიკა: პერიოდულად შეამოწმეთ ელემენტის ბალანსი და უჯრედების მდგომარეობა (SoH — State of Health).
თუ შენიშნეთ, რომ ავტომობილმა საწვავის მოხმარება მოუმატა, ელექტროძრავი იშვიათად ირთვება ან საინფორმაციო დაფაზე შეცდომის ინდიკატორი აინთო, დროა ეწვიოთ Hybrid Lab-ს.