რატომ უნდა შეამოწმოთ დამქოქი აკუმულატორი აციებასთან ერთად

ცივი ამინდები  ავტომობილის მფლობელებისთვის განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. როცა ტემპერატურა იკლებს, ავტომობილის აკუმულატორმა შესაძლოა უფრო ხშირად და სწრაფად განიცადოს გაუმართაობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ მანქანებზე აკუმულატორის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები, დაზოგოთ დრო და თანხა.

რატომ არის მნიშვნელოვანი აკუმულატორის შემოწმება?

სიცივე აკუმულატორის ფუნქციონირებას ართულებს. დაბალი ტემპერატურა ზღუდავს აკუმულატორის ტევადობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაკლებ ენერგიას წარმოქმნის. ეს კი პირდაპირ ზემოქმედებს თქვენს ავტომობილის დაქოქვაზე. ჰიბრიდულ მანქანებში ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მათი ბატარეის სისტემები ავტომობილის მთლიან მუშაობას განსაზღვრავენ და შეცდომები შესაძლებელია უფრო რთულად გახდეს აღმოსაფხვრელი.

აკუმულატორის პრობლემები მანქანის დაქოქვისას სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება წარმოიშვას. მაგალითად:
დამჯდარი აკუმულატორი: თუ აკუმულატორი ხანგრძლივად არ იყო გამოყენებული ან დარჩა ჩართული ელ. მოწყობილობები, ის შესაძლოა დაჯდეს.
დაზიანებული ან ძველი აკუმულატორი: აკუმულატორების მოქმედების ვადა რამდენიმე წელია და დროთა განმავლობაში ისინი კარგავენ ტევადობას.
სუსტი კავშირი ან გაწყვეტილი კაბელები: ცუდი კონტაქტი კაბელებსა და აკუმულატორის ტერმინალებს შორის ან ჟანგი შეიძლება იყოს მიზეზი, რომ აკუმულატორი ვერ აწვდის საკმარის ენერგიას.
ენერგიის დიდი მოხმარება მანქანის გაჩერებისას: მაგალითად, ფარების ან აუდიო სისტემის ჩართული დატოვება აკუმულატორს სწრაფად დააჯენს.
ტემპერატურული პირობები: ცივ ამინდში აკუმულატორები ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ, რადგან დაბალი ტემპერატურა ზღუდავს ენერგიის წარმოქმნის შესაძლებლობას.
ელექტრო სისტემის გაუმართაობა: ძაბვის მარეგულირებლის ან სხვა ელემენტების პრობლემა ასევე ხელს უშლის აკუმულატორის სწორად დატენას.
დეტალებისთვის მოგვწერეთ

როგორ აარჩიოთ საქარე მინის საწმენდები

რაც უფრო უკეთესია მანქანის მძღოლის ხედვა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ის ვერ შეამჩნევს ახლოს მიმავალ ტრანსპორტს, ან დაუდევარ ფეხით მოსიარულეს. გარდა ამისა, ნებისმიერი დაბრკოლება გზაზე ასევე აუცილებელია რომ დაინახო ისეთ მანძილზე, რომ დამუხრუჭება დროულად მოასწრო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მძღოლი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქარე მინის საწმენდები ყოველთვის მუშა მდგომარეობაშია და უზრუნველყოს მათი დროული შეცვლა.

საქარე მინის მწმენდების არჩევის პარამეტრები:

ელემენტარული კონსტრუქციის მიუხედავად, ასეთი პროდუქტები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეირჩეს:

  • სიგრძე – ის უნდა იყოს იმავე სიგრძის, რაც ძველი და არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ ზომას.
  • დამაგრების ვარიანტები და ფიქსაცია – უნდა იყოს წინას ანალოგიური.
  • კონსტრუქცია – დამოკიდებულია ხარისხსა და ღირებულებაზე.
  • მასალა და სეზონურობა.

 

არსებობს ტრადიციული კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც საწმენდები ჩვეულებრივ იყოფა კარკასულ და უკარკასო ტიპებად. პირველი ყველაზე გავრცელებულია და მუშაობს შემდეგნაირად: გაწონასწორებული მოძრავი სისტემა უზრუნველყოფს რეზინის პირის მჭდრო მორგებას საქარე მინის ზედაპირზე. ამ დიზაინის მთავარი უპირატესობა მისი დაბალი ფასია, მაგრამ დროთა განმავლობაში, კარკასის სამაგრები ცვდება და რეზინის საწმენდები აღარ იძლევა მჭიდრო კონტაქტს. ზამთარში ძალიან მოწყვლადია ყინვასთან მიმართებით.

კარკასულ საწმენდებზე ყინვის დროს შეიძლება სახსრული გადაბმები გაიყინოს და გაიჭედოს. თანამედროვე ავტომობილებზე ასეთ საწმენდებს იშვიათად იყენებენ.

შედარებით ეფექტურია მათი ანალოგები, რომლებიც პლასტიკის მასალისგან მზადდება. პლასტიკის საწმენდები გაცილებით მსუბუქად წმენდს და უფრო ზუსტად მაგრდება. მანქანის საქარე მინებიც შედარებით ეფექტურად იწმინდება.

ყველაზე პოპულარულ მინის საწმენდების მწარმოებლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  Bosch-ს.

Bosch Eco 65C. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია შიდა ბაზარზე. გამოდგება თითქმის ნებისმიერი მანქანისთვის. გაზრდილი გამძლეობის ჩარჩო ინარჩუნებს მუშაობის მრავალ ციკლს. ხელმისაწვდომი ფასი, მაღალი ხარისხის დამუშავება, ყველა ამინდისთვის შესაფერისი. გარდა ამისა, ეს საწმენდები იშვიათად არის ყალბი.

საქარე მინის საწმენდების შეცვლა რეკომენდებულია ზაფხულის და ზამთრის დასრულების შემდეგ. ზაფხულში რეზინი შრება, მაგრდება. ზამთარში კი ზიანდება ყინვების და დაბალი ტემპერატურის გამო.

საქარე მინის საწმენდების შეცვლა/შეძენა შეგიძლიათ ჰიბრიდ ლაბში.