ტემპერატურის კლებასთან ერთად ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: რამდენად უსაფრთხო და ეკონომიურია ჰიბრიდი ზამთარში? ცივი ამინდი პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც მაღალი ძაბვის ბატარეაზე, ისე შიდა წვის ძრავასა და საწვავის ხარჯზე.
სწორი მომზადება თავიდან აგაცილებთ მოულოდნელ გაუმართაობას და ზედმეტ ხარჯებს. გთავაზობთ მთავარ რეკომენდაციებს, რომლებიც სეზონის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
სიცივეში ელემენტების ქიმიური პროცესები ნელდება, რის გამოც ბატარეა უფრო სწრაფად იცლება და ნელა იტენება. თუ ბატარეას უკვე აქვს დასუსტებული სექციები, ყინვაში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს.
ჰიბრიდული სისტემის ჩასართავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივ, 12-ვოლტიან აკუმულატორს. ზამთარში დაბალი ტემპერატურა მის რესურსს მკვეთრად ამცირებს.
რჩევა: გაზომეთ აკუმულატორის მუხტი. თუ ის 3-4 წელზე მეტი ხნისაა, სჯობს წინასწარ შეცვალოთ, რათა დილით ავტომობილის დაქოქვა არ გაგიჭირდეთ.
ჰიბრიდულ ავტომობილებს გაგრილების ორი დამოუკიდებელი კონტური აქვთ — ერთი ძრავისთვის, მეორე კი ინვერტორისთვის. ორივე სისტემაში სითხის დონე და მისი გაყინვის ტემპერატურა იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს.
რჩევა: შეამოწმებინეთ ანტიფრიზის სიმკვრივე სპეციალური ხელსაწყოთი. უხარისხო ან გაზავებული სითხის გაყინვამ შესაძლოა ინვერტორის ძვირადღირებული დაზიანება გამოიწვიოს.
ზამთარში ჰიბრიდის წვა საშუალოდ 1.5–2 ლიტრით იზრდება. ეს სრულიად ბუნებრივია: შიდა წვის ძრავა უფრო ხშირად და დიდხანს მუშაობს, რათა მიაღწიოს სამუშაო ტემპერატურას და გაათბოს სალონი.
რჩევა: ნუ გააჩერებთ ავტომობილს ადგილზე დიდხანს გასათბობად. დაქოქვიდან 1-2 წუთში დაიწყეთ მოძრაობა დაბალი ბრუნებით – ასე ძრავაც უფრო სწრაფად გათბება და საწვავიც დაიზოგება.
ცივ ამინდში ძრავის ხშირი ჩართვა-გამორთვა ზეთზე დატვირთვას ზრდის. თუ ზეთი დაძველებულია ან სეზონისთვის შეუსაბამო სიბლანტე აქვს, ძრავას გაუჭირდება მუშაობა.
რჩევა: გამოიყენეთ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დაბალი სიბლანტის სინთეტიკური ზეთი (მაგალითად, 0W-20) და დროულად შეცვალეთ ჰაერისა და სალონის ფილტრები (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინების დაორთქვლის თავიდან ასაცილებლად).
მოამზადეთ თქვენი ჰიბრიდი ზამთრისთვის დროულად!
მოდით Hybrid Lab-ში, ჩაუტარეთ ავტომობილს სრული სეზონური დიაგნოსტიკა და იმგზავრეთ მშვიდად ნებისმიერ ამინდში.