2024 წლის ჰიბრიდული ავტომობილები – რას ველოდოთ

2024 წლის ჰიბრიდული ავტომობილები – რას ველოდოთ

Mercedes-Benz C300e

მერსედეს C300e-ს ელექტრო ძრავა საუკეთესოა ჰიბრიდული მანქანების ამ კატეგორიაში. მას შეუდარებლად კარგი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სალონი აქვს. მერსედესის ბატარეა ორჯერ უფრო დიდია სხვა ჰიბრიდებთან შედარებით, რის გამოც დასახელდა ყველაზე საუკეთესოდ მანძილის დაფარვის კუთხით. მას შეუძლია 111 კილომეტრის გავლა სრულად დატენის შემთხვევაში. ეს სერიოზულ სხვაობას იძლევა გადასახადების, უფრო მეტი ფინანსების დაზოგვისა და წარმადობის თვალსაზრისით. Mercedes C300e-ს მთავარი ძრავა 2.0 ლიტრიანი ტურბოჩარჯერია, რასაც ემატება 127bhp ელექტრო ძრავა და ორივე ძრავის საერთოდ სიმძლავრე 308bhp ხდება. რაც საშუალებას აძლევს მერსედესს 6.1 წამში 100 კმ/ს განავითაროს.

BMW 2 Series Active Tourer (225e and 230e)

ძლიერი ელექტრო ძრავა, საუკეთესო პაკეტი და პრაქტიკულობა თავმოყრილია საგრძნობლად კომპაქტურ მანქანაში. ჯერ კიდევ 2023 წელს, ბრენდმა წარმოებაში ჩაუშვა მცირე გაბარიტიანი ჰიბრიდი, რომელსაც პრაქტიკულობა და SUV-ს ინსპირაცია ერთდროულად გააჩნდა. ორივე მოდელი აღჭურვილია BMW-ს მეხუთე თაობის eDrive ელექტრიფიცირებული ტექნოლოგიით და გააჩნია 108bhp სიმძლავრის ელექტროძრავი 14.2kWh ბატარეით რომელსაც შეუძლია 85 კილომეტრის გავლა, რაც არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია ჰიბრიდული მანქანებისთვის. ელექტრო ძრავა დაწყვილებულია სამცილინდრიანი 1.5 ლიტრიანი შიდაწვის ძრავასთან, რომელიც საკმაოდ მაღალ სიჩქარეს ავითარებს, მაგრამ BMW-სთვის დამახასიათებელი სისწრაფე და მოქნილობა მართვისას ნაკლებად იგრძნობა. თუმცა საკმაოდ უხმაურო და რბილი მანქანაა და იდეალურია ოჯახისთვის.

Toyota Corolla

ძალიან ეფექტური და სამართავად მოსახერხებელია. თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე, ტოიოტას ყველა მცდელობა ჰიბრიდული მანქანების განვითარებაში, წარმატებული და წინწასულია და ტოიოტა კოროლას ახალი მოდელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჰიბრიდულ ავტომობილებში. კოროლას 2.0 ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავის პერფორმანსი სპორტული სტილის მანქანებსაც ჰბაძავს. კლასიკური ტიპის აჩქარება რომელიც გაგრძნობინებთ ძრავის სიმძლავრეს და გაწევას, ნამდვილად საგრძნობია ტოიოტა კოროლას ჰიბრიდის მართვისას, და ის ბევრად უკეთესია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თუმცა ასევე არსებობს ბევრად უფრო მშვიდი, 1.8-ლიტრიანი ჰიბრიდი, რომლის ძრავაც ასევე გამოიყენება ტოიოტას კომერციულ მანქანებში.

 

Honda Civic

აქვს საკმაოდ დიდი სივრცე სალონში და ადვილად მართვადია. მცირედი მინუსი აქვს სასურველობის თვალსაზრისით, რაც მთლიანობაში ალბათ უფრო დიზაინის, ფასის და მონაცემების ერთობლიობაა. ტოიოტას და კოროლას მოდელის მსგავსად, ჰონდა აგრძელებს ტრადიციული საოჯახო ჰეტჩბექის ხაზს და ბოლო თაობის სივიკი სწორედ რომ საუკეთესოა. წარმოუდგენელია, მაგრამ ეს იაპონური მანქანა მე-11 თაობაა და ოდნავაც კი არ დაუკარგავს ყველა თაობაში შემუშავებული საუკეთესო მახასიათებლები. დიდი სალონი უფრო მეტი სივრცით იმდენად კომფორტულის, რომ ცხოვრება თავისუფლად შეიძლება მასში. საოჯახო ჰეტჩბექი, შეიძლება ითქვას რომ დაღვინებული და თითქმის უნაკლოა რამდენადაც კი ეს შესაძლებელია ამ კლასის მანქანისთვის. ჰონდა სივიკის ჰიბრიდი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავით და 1.05kWh ბატარეით, რომელიც 181bhp სიმძლავრის ელექტრო ძრავს ამუშავებს. ეს შეიძლება არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ განახლებადი ვარიაციული ტრანსმისიის წყალობით, მანქანის სისწრაფის ზრდა შესამჩნევად რბილი და სწრაფია.

 

Volkswagen Golf eHybrid

გოლფისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს. მინუსი: ინტერიერის თაჩსქრინი გაუმართავია, ხოლო სალონის ხარისხი საგრძნობლად დაბალია. გოლფის ჰიბრიდი დაფუძნებულია ფოლკსვაგენის საუკეთესო პლატფორმის ძარაზე და 1.4-ლიტრიანი ჰიბრიდის ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც 201bhp სიმძლავრე აქვს. ელექტრო მოტორს შეუძლია 70 კილომეტრის გავლა, თუმცა დროთა განმავლობაში ელექტროძრავის წარმადობა 8%-მდე დაიკლეს, რაც სპეციალისტების აზრით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

წყარო: Top 10 best hybrid cars 2024 | Autocar