ჭორები BMW M5-ის ელექტრიფიკაციის შესახებ დადასტურდა. BMW თავისი მოდელების ხაზს აქტიურად უკეთებს ელექტრიფიკაციას, როგორც მთლიანად ელექტრო მოდელებით, ასევე ჰიბრიდებით. ჭორები იმაზე, რომ M ვერსიები გაცილებით ეკოლოგიურები უნდა გახდეს, ახალი არ არის. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა M5-ის ევოლუზიის გზაა. BMW-სთვის ეს მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიჯის თვალსაზრისითაც.
მედია აქტიურად წერს იმაზე, რომ შემდეგი თაობის (2024 წლის) BMW M5 მიიღებს ჰიბრიდულ V8-ს 700 ცხენის ძალით.
ჰიბრიდული BMW XM-ის წარდგენის შემდეგ, ბევრმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მომავალი М5 ანალოგიურ ძალოვან აგრეგატს მიიღებს.
ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა პირველად გადაიღეს BMW M5-ის შემდეგი თაობის პროტოტიპი. მანქანა შენიღბულია, მაგრამ მისი ვიზუალი არ არის მთავარი ინტრიგა.
მეხუთე სერიის პროტოტიპი უდავოდ პლაგ-ინ ჰიბრიდია. ამას ადასტურებს წინა მარცხენა ფრთაზე ლუქის არსებობა, რომლის მიღმაც იმალება დამტენის პორტი და მძღოლის კარზე დატანილი წარწერა – Hybrid Test Vehicle.