Cadillac-მა წარადგინა Le Mans ჰიპერმანქანა – პირველი 20 წლის მანძილზე

Cadillac-მა წარადგინა Le Mans ჰიპერმანქანა – პირველი 20 წლის მანძილზე

კომპანია Cadillac-მა წარადგინა პროტოტიპი სახელწოდებით Project GTP (Grand Touring Prototype). სახელი  ამერიკული სარბოლო სერიის IMSA-ს ერთ-ერთ კლასს უკავშირდება, რომელშიც ბოლიდის დებიუტი იქნება.   კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპულ ტრასებს დაუბრუნდება. ბოლოს Cadillac-ის ავტომობილები მონაწილეობას იღებდნენ საკულტო „ლე-მანის 24 საათში” – 2000-იანი წლების დასაწყისში.

პროტოტიპი Cadillac-მა კომპანია Dallara-სთან ერთად შეიმუშავა, რომელიც სპეციალიზირებულია სარბოლო შასებზე. სპეციალურად მანქანისთვის შექმნეს სრულიად ახალი V8, – 5,5 ლიტრი მოცულობით. ის იმუშავებს ელექტრო „ზედაშენებით“, რომლის სპეციფიკაციები LMDh კლასისთვის განისაზღვრება სარბოლო რეგლამენტით. სხვა ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ ეტაპზე კომპანია ძირითად ყურადღებას Project GTP-ის დიზაინს უთმობს. როგორც ამბობენ, ის შესრულებულია ბრენდის სტილისტური პრინციპების სრული დაცვით და ავტომობილი აშკარად იდენტიფიცირებულია, როგორც Cadillac.