ელექტრო მანქანებმა და ჰიბრიდებმა ევროპის ავტომობილების ბაზრის მეოთხედი დაიკავეს

ელექტრო მანქანებმა და ჰიბრიდებმა ევროპის ავტომობილების ბაზრის მეოთხედი დაიკავეს

ევროპაში, ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. JATO Dynamics-ის კვლევის თანახმად, 2021 წლის ნოემბრის შედეგებით, ასეთ ავტომობილებს 855281 მყიდველი გამოუჩნდათ.

 ევროპაში ყველაზე პოპულარული ელექტრო მანქანის მოდელი გახდა Tesla Model 3 სედანი, რომელმაც ნოემბრის თვეში 10 739 მყიდველი იპოვა.
მეორე ადგილს იკავებს Renault ZOE ქალაქის მანქანა, 8658 ერთეული გაყიდვების მოცულობით, ხოლო მესამე ადგილზე Dacia Spring ჰეჩბეკია, რომელიც ნოემბერში 5746-მა მყიდველმა აირჩია.
 რეიტინგში მეოთხე ადგილს Tesla Model Y კროსოვერი იკავებს, მას მოჰყვება კროსოვერი Skoda Enyaq iV (5041 ერთეული), გერმანული ჰეჩბეკები Volkswagen ID.4 და Volkswagen ID.3, 4748 და 4707 გაყიდული ავტომობილის ოდენობით.