ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარობასთან ერთად, იზრდება მითების რიცხვიც მათ მოვლასთან დაკავშირებით. მძღოლების ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან ჰიბრიდის ძრავი ბენზინზე ნაკლებს მუშაობს და ელექტროძრავითაც ნაწილობრივ ინაცვლებს დატვირთვას, ზეთის შეცვლაც იშვიათად სჭირდება. რეალურად კი სიტუაცია სულ სხვგვარია.
მითი: ჰიბრიდში ზეთი ნაკლებად ცვდება, რადგან ძრავი ხშირად ირთშება.
რეალობა: პირიქით, ჰიბრიდული ძრავი ხშირად მუშაობს „ცივ“ რეჟიმში, რადგან ქალაქის პირობებში ის მუდმივად ირთვება და ითიშება. ამის გამო ზეთში გროვდება კონდენსატი და შეუსაბამო ტემპერატურის გამო ნაადრევად კარგავს თვისებებს.
მითი: ჰიბრიდისთვის ნებისმიერი სტანდარტული ზეთი გამოდგება.
რეალობა: ჰიბრიდული ძრავები მოითხოვს დაბალი სიბლანტის მქონე სპეციალურ ზეთებს (მაგალითად, 0W-20 ან 0W-16), რომლებიც უზრუნველყოფენ მინიმალურ წინააღმდეგობას და სწრაფ შეზეთვას ძრავის ამოქმედებისთანავე.

ინტერვალი: ჩვეულებრივი, მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისგან განსხვავებით, სადაც ზეთის შეცვლა 10,000–15,000 კილომეტრზეა მიღებული, ჰიბრიდის შემთხვევაში (განსაკუთრებით ქალაქის მძიმე პირობებში მოძრაობისას) სასურველია ზეთი 7,000–8,000 კილომეტრში ერთხელ შეიცვალოს.
ფილტრების ხარისხი: ზეთთან ერთად სავალდებულოა ორიგინალი ან მაღალი ხარისხის ფილტრების გამოყენება, რათა ძრავმა მუშაობის პირველივე წამებიდან მიიღოს სუფთა პროდუქტი.
პროფესიული სერვისი: სანდო სერვის ცენტრში, როგორიცაა Hybrid Lab, ზეთის შეცვლამდე ხდება სისტემის შემოწმება, რათა ზუსტად შენი ავტომობილის მახასიათებლებზე მორგებული სითხე შეირჩეს.
არ გადადო ზეთის შეცვლა – დაიცავი შენი ჰიბრიდის ძრავი ნაადრევი ცვეთისაგან!