Honda-მ განახლებული Civic-ი წარადგინა: ის ჰიბრიდი გახდა!

Honda-მ განახლებული Civic-ი წარადგინა: ის ჰიბრიდი გახდა!

იაპონურმა კომპანია Honda-მ ჩრდილოეთ ამერიკისთვის განახლებული Civic წარადგინა.   მანქანაში მთავარი ცვლილება ჰიბრიდული ტრანსმისიის არსებობაა.

მანქანის ჰიბრიდული გადაცემათა კოლოფი შედგება 2.0 ლიტრიანი ბუნებრივ ასპირაციის ძრავისგან, CVT და ორი დამხმარე ელექტროძრავისგან. ჯამური მაქსიმალური მამოძრავებელი სიმძლავრეა 200 ცხ.ძ. მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 315 ნმ.

Honda-ს, ჰიბრიდის გარდა, ახალი Civic-ისთვის ხელმისაწვდომი ექნება ტრადიციული შიდა წვის ძრავაც – ეს არის 2.0 ლიტრიანი „ასპირირებული“ ძრავა 158 ცხ.ძალით და 187 ნმ CVT-ით.

Honda Civic მანქანის ძრავა (ფოტო: Honda)

კომპანია იმედოვნებს, რომ მოთხოვნის 40% ჰიბრიდულზე იქნება.

კიდევ რა შეიცვალა?

Civic საკმაოდ შეიცვალა გარეგნულადაც. კერძოდ, მანქანას აქვს ახალი წინა ბამპერი ექვსკუთხა რადიატორის ცხაურით. ამავდროულად, წინა თაობაში არსებული დიდი კუთხის ვენტილაციის ხვრელები შეიცვალა ვიწრო ვერტიკალურით, ხოლო თავად რადიატორის ცხაური ოდნავ უფრო დიდი გახდა.

Honda Civic

განახლებული Civic-ის სალონში დაემატა დამატებითი USB-C სოკეტები მობილური გაჯეტების დასაკავშირებლად და მათ დასატენად.

ავტომობილის ფასი ამ დროისთვის უცნობია.

Honda Civic ინტერიერი (ფოტო: Honda)

შეგახსენებთ, რომ Civic მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია Honda-ს ხაზში. ის იწარმოება 1972 წლიდან. ახალი მანქანა მე-11 თაობის რესტაილინგის წარმომადგენელია.