Lamborghini-ს ელექტრიფიკაცია 2023 წელს დაიწყება

 Lamborghini-ს ელექტრიფიკაცია 2023 წელს დაიწყება

Lamborghini-ს უფროსმა ავტომწარმოებლის უახლოესი ათწლეულის გეგმებზე ისაუბრა.

2022 იქნება უკენესკნელი წელი, როდესაც Lamborghini იქნება ისეთი, როგორსაც დღემდე ვიცნობთ. კომპანიის პრეზიდენტმა, სტეფან ვინკელმანმა ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადა კომპანიის გეგმების შესახებ.  უახლოესი ათწლეულის მანძილზე ბევრი რამ შეიცვლება.

Lamborghini არ იტყვის ურს შიდა წვის ძრავაზე, თუმცა, 2022 წელი იქნება უკანასკნელი, როდესაც კომპანია  ბენზინის ძრავებს ელექტრო დანამატების გარეშე გამოიყენებს. 2023 წელს გამოჩნდება პირველი plug-in ჰიბრიდი. ათწლეულის შუა პერიოდში კი ყველა მოდელი ჰიბრიდი გახდება.

ასევე გამოჩნდება მთლიანად ელექტრო მოდელებიც. გამორიცხული არაა, რომ ეს იქნება პირველი კროსოვერი. ელექტრიფიკაცია ელის იტალიური მარკის ყველაზე პოპულარულ კროსოვერს – Lamborghini Urus-საც. ორ წელიწადში ის ჰიბრიდული ავტომობილი გახდება.