პირველი სერიული ჰიბრიდული ავტომობილი Toyota Prius-ი, საიმედოობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერია

პირველი სერიული ჰიბრიდული ავტომობილი Toyota Prius-ი, საიმედოობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერია

 რამდენიმე წელია, რაც Prius-ი დომინირებს ყველაზე საიმედო მანქანების რეიტინგში, რომელიც გერმანიის ტექნიკური ინსპექტირების ინსტიტუტმა (TUV) შეადგინა.

ავტომობილების საიმედოობის ამერიკის რეიტინგში, Prius-მა Toyota-ს ყველა მოდელს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
 ამერიკაში, „პრიუსები“ 2000 წლიდან ძალიან წარმატებულად იყიდება.
 კიდევ ერთ დამადასტურებელ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამერიკაში, Toyota Prius-ი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტაქსის სერვისებში დიდ ქალაქებში და ასევე, როგორც სამგზავრო ტრანსპორტი პოლიციის განყოფილებებისთვის, აშშ-სა და კანადაში.