ყველაზე გამძლე და ხარისხიანი ჰიბრიდი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

ყველაზე გამძლე და ხარისხიანი ჰიბრიდი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

გერმანული ტექ-დათვალიერების (TUV) მონაცემებისა და გერმანული AUTO BILD-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე გამძლე ჰიბრიდად მეორად მანქანებს შორის, რომელიც ყველაზე იშვიათად ფუჭდება – Toyota Prius II დასახელდა. მეორე თაობის ჰიბრიდი ერთ-ერთი საუკეთესო ჰიბრიდია, რომელიც ძალიან გამძლე და სანდო მანქანაა.

ეს ავტომობილი რეკომენდებულია ქალაქში სასიარულოდ. Prius II  ძალიან ეკონომიურიცაა. ქალაქის გზებზე ის 100 კმ-ზე საშუალოდ 5 ლიტრ საწვავს ხარჯავს.

Prius II  2003-2009 წლებში იწარმოებოდა. მეორად ჰიბრიდებში, ის ყველაზე ხარისხიანი და საიმედოა და იშვიათად ფუჭდება. მას ძალიან გამძლე ტექნიკა, ელექტროობა და სავალი ნაწილები აქვს, ხანგრძლივი ექსპლუატაციით.

Prius II-ის ფასი დაახლოებით 4000 ევროა.

თუ ჰიბრიდის შეძენას ფიქრობთ, შეგიძლიათ ამ მოდელს თამამად ენდოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ  ყიდვამდე მისი შემოწმება სრულად.

#გადმოდიჰიბრიდზე #ჰიბრიდლაბი