რა უნდა იცოდეთ Toyota Prius ჰიბრიდის გაგრილების სისტემაზე

 რა უნდა იცოდეთ Toyota Prius ჰიბრიდის გაგრილების სისტემაზე

ბენზინის ძრავაზე ყველაფერი ისეა, როგორც ყველა მანქანაში – ტუმბო მექანიკური ამძრავით, მაგრამ ჰიბრიდულ ამძრავში არის რაღაც, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

Prius-ს ორი გაგრილების სისტემა აქვს. ერთს, ჩვეულებრივი ავტომობილების მსგავსად, აქვს წრე: შიდა წვის ძრავა/ სალონის გამათბობელი/რადიატორი. მეორე სისტემა აგრილებს პრიუსის ჰიბრიდულ ნაწილს, კერძოდ – ძალოვან აგრეგატს ელექტრო ძრავებით და ინვენტორით.

ინვენტორი არის ვერცხლისფერი კოლოფი ბენზინის ძრავის გვერდით, რომელიც კაპოტის ახდისას კარგად ჩანს. სითხე ჰიბრიდულ კონტურში ცირკულირებს დამატებითი ელექტრო ტუმბოს ხარჯზე, რომელიც მდებარეობს მარცხენა წინა ფარის უკან.

გაგრილების ორი წრე ავტონომიურად მუშაობს და გააჩნია გამაგრილებელი სითხის საკუთარი მოცულობა და შესაბამისად, ორი გაფართოვების ავზი, სითხის დონის კონტროლით.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება პრიუსის მფლობელმა, გაგრილების სისტემის შემოწმებისას?

 

  • გამაგრილებელი სითხის არსებობა;
  • სითხის ცირკულაცია ჰიბრიდულ წრეში;
  • გამაგრილებელი სითხის გაყინვის წერტილების შემოწმება.

 

ჰიბრიდულ წრეში ცირკულაციის შეწყვეტა (ტუმბოს გაჩერება, ჰაერის ბუშტუკების გაჩენა წრეში) იწვევს ინვენტორის გადახურებას, რასაც მოჰყვება მისი შემდგომში მწყობრიდან გამოსვლა. თუკი ზამთრის პერიოდში, სითხის ცირკულაციის დარღვევის შემთხვევაში, პრიუსი არც თუ ისე ცუდად მუშაობს, ზაფხულის სიცხეში სითბოს განდევნა აუცილებელია!

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, პრიუსის გაგრილების სისტემაში სუსტი წერტილი აღმოჩნდა ელექტრო გაგრილების ტუმბო. პრიუსის მფლობელთა გამოცდილების მიხედვით, მისი ექსპლუატაციის ვადა 90-100 ათასი კმ გარბენის შემდეგ იწურება.

ქარხანაში ჩასხმულ სითხეს სახელწოდება აქვს: Super Long Life Coolant (SLLC) და გააჩნია ორიგინალური ვარდისფერი ფერი. არ არის რეკომენდებული მისი სხვა ფერის ანტიფრიზთან შერევა. ორიგინალი ანტიფრიზი განკუთვნილია გრძელვადიანი მუშაობისთვის. პირველი ჩანაცვლება განკუთვნილია 160 000 კმ-ის გავლის შემდეგ, შემდეგი 80 000 კმ-ის.

იხილეთ ანტიფრიზის შესახებ სტატია

  • ბენზინის ძრავის გაგრილების წრის მოცულობა:
  • მარცხენა საჭიანი პრიუსი 5,5 ლ.
  • მარჯვენა საჭიანი პრიუსი 5,3 ლ.
  • ჰიბრიდული გაგრილების სისტემა 2,7 ლ.
  • თუ მანქანა აღჭურვილია ტერმოსით, დაამატეთ კიდევ 2 ლ.

ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური კითხვაა: როდის შევცვალოთ ანტიფრიზი?

ჰიბრიდის დაქოქვისას უნდა ხდებოდეს ცირკულაცია ჰიბრიდული გაგრილების სისტემის გაფართოვების ავზში. შეგიძლიათ ჩაყოთ ხელი მარცხენა ფარის უკან და შეეხოთ გაგრილების ელექტრო ტუმბოს. უნდა იგრძნობოდეს ვიბრაცია და ისმოდეს ხმა.

იხილეთ ასევე: 4️ ძირითადი ტექნიკური სითხე, რომელთა რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის

იცით თუ არა, რატომაა ძალიან მნიშვნელოვანი გამათბობლის რადიატორის გამორეცხვა?