რატომ ანთებს საბურავის წნევის სენსორის ნიშანი პანელზე?

რატომ ანთებს საბურავის წნევის სენსორის ნიშანი პანელზე?

როცა თქვენი ავტომობილის მაჩვენებებელთა პანელზე ანთია საბურავების წნევის კონტროლის სისტემის მაჩვენებელი (TPMS), ძირითადად ეს იმის მანიშნებელია, რომ ჰაერის წნევა ერთ, ან რამდენიმე ბორბალში ნორმაზე დაბალია. ასევე, ნიშანი ანთებს მაშინაც, როდესაც საბურავის წნევის სენსორის ელემენტი ჯდება და მწყობრიდან გამოდის.

ყველაზე ხშირად, საბურავების წნევის პრობლემა ზამთარში იჩენს თავს და ეს ლოგიკურია, რადგან ზამთარში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებია. ღამისა და დღის მონაცვლეობისას, საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემამ შეიძლება მოქმედება დაიწყოს და დროდადრო აინთოს.

გაითვალისწინეთ, რომ დაბალ ტემპერატურაზე საბურავში ჰაერი იკუმშება და შესაძლოა გამოიწვიოს მაჩვენებელთა დაფაზე საბურავის წნევის სენსორის მაჩვენებლის ანთება.

სასურველია, შეამოწმოთ წნევა საბურავებში და დაამატოთ. როდესაც დათბება, კვლავ შეამოწმოთ და დააყენოთ ნორმაზე.