როგორ გამოიყურება Toyota RAV4-ის კონკურენტი ჰიბრიდი, ფუტურისტული სალონით

როგორ გამოიყურება Toyota RAV4-ის კონკურენტი ჰიბრიდი, ფუტურისტული სალონით

Dongfeng-მა ახალი კროსოვერის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა – ის ჩინეთის ბაზარზე ქვებრენდი -Aeolus-ით შევა. ჰიბრიდულ ავტომობილს – Haoji ჰქვია და გაყიდვაში 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩაეშვება.

Aeolus Haoji იმავე კლასში შედის, რომელშიც Toyota RAV4, VW Tiguan ან Kia Sportage. მისი გარეგნობის მთავარი მახასიათებელი მასიური რადიატორის ცხაურია, რომელსაც დიზაინერებმა  “ჩანჩქერი”უწოდეს.

უკანა ფარებს აქვს რთული გრაფიკა და დაკავშირებულია ვიწრო მანათობელი ზოლით.

ფუტურისტულ ინტერიერში არის უზარმაზარი ორმაგი დისპლეი ინსტრუმენტთა პანელისა და მედია სისტემისთვის, ხოლო ფიზიკური ღილაკების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. წინა პანელზე და საჭის მასიურ სპიკებზე არის სენსორული ჩანართები. გარდა ამისა, ვიწრო ჩასმული ეკრანი ასევე მდებარეობს  მგზავრის წინ.

თქვენ რომელი კროსოვერი მოგწონთ? იაპონური Toyota RAV4 თუ ჩინური Haoji?