საინტერესო ფაქტები Toyota-ს ჰიბრიდულ ავტომობილებზე

საინტერესო ფაქტები Toyota-ს ჰიბრიდულ ავტომობილებზე

Toyota-ს ჰიბრიდები „ჰიბრიდულ-ელექტრული“ ავტომობილები არიან, რადგან ითავსებენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.

ეს ორი ძრავა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს და სწორედ ეს განასხვავებს Toyotaს სრულად ჰიბრიდულ ტექნოლოგიას სხვა, ნაწილობრივ ჰიბრიდული ავტომობილებისგან.

პირველი ჰიბრიდი გაყიდვაში 1997 წელს შემოვიდა „ტოიოტა პრიუსის“ სახელით, რომლის სახელწოდებაც ლათინურად „პირველს“ ნიშნავს.

„ტოიოტა პრიუსი“ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ჰიბრიდია, მეორე თაობის „პრიუსი“ კი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და სანდო მანქანაა.

„პრიუსის“ მთავარი უპირატესობა მისი ეკონომიურობა და გამძლეობაა.

ქალაქში 100 კმ-ზე საშუალოდ 5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ჰიბრიდული ავტომობილი ეკოლოგიური, სტაბილური, ეკონომიური, ეფექტური და უსაფრთხოა.

ძრავი ორ ან რამდენიმე განსხვავებულ ენერგიის წყაროზე მუშაობს, რომელიც მოძრაობის დროს თვითონ იმუხტება და დამოუკიდებელი დამუხტვა არ სჭირდება.

ქალაქში მართვისას, ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტრო ძრავი დამოუკიდებლად გამოიმუშავებს, რა დროსაც ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს ბენზინს.

თუ არ დააწვებით ძლიერად აქსელერატორს (ამაჩქარებელს), ჰიბრიდული ავტომობილის დამუხტული აკუმულატორით, მანქანა მხოლოდ ელექტროენერგიაზე იმოძრავებს. თუ ძლიერად დააწვებით – ამუშავდება შიგაწვის ძრავა.

ელექტროენერგიაზე შეგიძლიათ დაახლოებით 1 კმ-ს გავლა, პედალზე დაწოლის სიმძლავრის დარეგულირებით, რომ შიგაწვის ძრავა არ ამოქმედდეს.

სისტემის მუშაობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, გარე ტემპერატურა (ამინდი), აკუმულატორის დამუხტვა, ძრავის ტემპერატურა, ელემენტი, ანტიფრიზი. ჰიბრიდს შეუძლია ელექტროენერგიით იაროს ერთი დღე და არ ჩაქრეს იმავე გზაზე, მეორე დღეს.

როცა საცობში ელექტროძრავაზე მომუშავე ჰიბრიდის ელემენტი დაიცლება, შიგაწვის ძრავა თავისით ჩაირთვება და ელემენტს დაახლოებით 5 წუთში, ნახევრამდე დატენის, რის შემდეგაც ის თვითონვე გამოირთვება.

იმისათვის, რომ ავტომობილის დაქოქვის გარეშე ისარგებლოთ მოწყობილობებით, დააჭირეთ ღილაკს start ორჯერ, სამუხრუჭე პედლის გარეშე. ამ რეჟიმში შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას, გააღოთ ფანჯრები, ისარგებლოთ დანარჩენი 12V მოწყობილობებით.

ბრიტანელმა ექსპერტებმა 𝕋𝕆ℙ 𝟝 ყველაზე სანდო ჰიბრიდული ავტომობილი დაასახელეს. რეიტინგის შედგენისას, 19 000 გამოკითხული რესპოდენტის (ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელების) მონაცემები გამოიყენეს.

მათ დაუსვეს შემდეგი კითხვები: ბოლო 12 თვის მანძილზე, ჰქონდა თუ არა მანქანას დაზიანება, რა დრო დაჭირდა პრობლემის მოგვარებას და რა დაუჯდათ მანქანის რემონტი.

საოცარია, რომ ყველაზე გამძლე ჰიბრიდული ავტომობილების ხუთეულში აღმოჩნდა Toyota-ს და Lexus-ის მოდელები.

Toyota  Prius C ერთადერთი მოდელია, რომლის მფლობელების დაახლოებით  70% ქალები არიან?