სასარგებლო რჩევები, თუ როგორ დაზოგოთ ჰიბრიდული ავტომობილის მართვისას ენერგია

სასარგებლო რჩევები, თუ როგორ დაზოგოთ ჰიბრიდული ავტომობილის მართვისას ენერგია

სიჩქარის შენარჩუნება: მუდმივი სიჩქარის შენარჩუნება ზედმეტი აჩქარების გარეშე ზრდის საწვავის ეფექტურობას. ენერგია იხარჯება ყოველ ჯერზე, როცა ააჩქარებთ  ავტომობილს. ენერგია ასევე იკარგება მაშინ, როდესაც მანქანა კვლავ ანელებს სვლას.

შენელება: დადასტურებული ფაქტია, რომ რაც უფრო სწრაფად მოძრაობთ, მით მეტია მანქანის აეროდინამიკური წევა, რაც არსებითად ანელებს მას. ავტომობილი იძულებულია უფრო მეტი დატვირთვით იმუშავოს და შესაბამისად, მეტი ენერგია  მოიხმაროს.

მოერიდეთ უეცარ დამუხრუჭებას: ჰიბრიდულ მანქანაში უეცარი გაჩერება ძირითადად მუხრუჭების ძალას იყენებს. თუმცა, თუ თქვენ გამოიყენებთ ხანგრძლივ  შენელებას დამუხრუჭებამდე, ეს მისცემს ძრავის ელექტრულ ნაწილს შანსს, აღადგინოს გარკვეული ენერგია, სანამ მანქანა გაჩერდება. აღდგენილი ენერგიის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია.

 აქტიური აჩქარება და შენელება, ისევე როგორც აგრესიული მართვა გარდაუვლად აისახება საწვავის ხარჯზე. აქტიური შენელებით, აჩქარებაზე დახარჯული სამუშაო გარდაიქმნება უსარგებლო თერმული დამუხრუჭების ენერგიად. შესაბამისად, დახარჯული რესურსები (საწვავი) იხარჯება უსარგებლოდ.

ავტომობილის გაზრდილი ენერგიის და საწვავის ჭარბი მოხმარების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს საწვავის და ჰაერის ფილტრების მდგომარეობაც. როდესაც საწვავის ფილტრი ჩაკეტილია, წნევა თამაშობს მაღალი სიხშირით და უკიდურესად არასტაბილურია, ამიტომ ელექტრონული “ტვინები” უბრალოდ ვერ ასწრებენ მოერგონ ცვლილებებს, რაც იწვევს საწვავის არათანაბარ ნაკადს წვის კამერაში და მის არაპროგნოზირებად (ხშირად გაზრდილ) მოხმარებას. ხოლო როცა ჰაერის ფილტრი გადაკეტილია მტვრით და ჭუჭყით, ძნელი ხდება ძრავისთვის ჰაერის შეწოვა. ძრავა იტვირთება და მეტ ენერგიას და საწვავს მოიხმარს.

სალონის ფილტრის შემოწმება/შეცვლა შეგიძლიათ ჰიბრიდ ლაბში.

დაგვირეკეთ ნომერზე 574 215 005
📫 მის: სანზონა, დ. გურამიშვილის N70