იაპონური პორტალის BestCarWeb-ის ინსაიდერები აცხადებენ, რომ Toyota წლის ბოლომდე მეხუთე თაობის Prius Hybrid-ს და ახალ Prius Plug-in Hybrid-ს წარადგენს.
მეხუთე თაობის Toyota Prius-ის ჩვენება 2022 წლის დეკემბერში გაიმართება. არაოფიციალური მონაცემებით, მოდელი წარმოდგენილი იქნება ორი ვერსიით, სტანდარტული და ქსელიდან დატენვის შესაძლებლობით.
ჩვეულებრივი Prius Hybrid მიიღებს განახლებულ ძრავას 1.8 ლიტრიანი ძრავით და ახალი ნიკელ-მეტალის ჰიდრიდის ბატარეით, უფრო ეფექტურს ვიდრე “მეოთხე” Prius.
რა თქმა უნდა, შეიცვლება მანქანის დიზაინიც. ინტერნეტში ახალი ტოიოტას ჰიბრიდის სხვადასხვა არაოფიციალური რენდერებია, მაგრამ სერიული მანქანა შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს.
თუ ახალი Toyota Prius-ისა და Prius Plug-in Hybrid-ის პრეზენტაცია ნამდვილად გაიმართება ამ წლის ბოლოს, ისინი გაყიდვაში 2023 წლის ზაფხულში გამოვა.
ამჟამინდელი მეოთხე თაობის Toyota Prius (XW50) წარმოებაშია 2015 წლიდან და განახლდა 2018 წელს. მსგავსი Toyota Prius Plug-In Hybrid (aka Prius Prime) დებიუტი ერთი წლის გვიან შედგა, ვიდრე საბაზო მოდელი.