შემდეგი თაობის Toyota Sequoia უკვე გზაშია

შემდეგი თაობის Toyota Sequoia უკვე გზაშია

Toyota-ს რამდენიმე საკმაოდ ძველი მოდელი ჰქონდა. დიდი, მაღალი გამავლობის Sequoia მათ შორისაა.

უახლოეს პერიოდში შესაძლოა მისი ჩანაცვლება ვიხილოთ. Land Cruiser, Lexus LX და პიკაპი Tundra უკვე განაახლეს. ახლა Sequoia, Land Cruiser Prado-სა და მისი შედარებით მდიდრული ვერსიის – Lexus GX-ის ჯერია.

იაპონელებმა Sequoia-ს უკანა მარჯვენა მხარის გამოსახულება აჩვენეს. მას 2023 წლის მოდელის სახით ვიხილავთ.

სავარაუდოდ, ახალი Sequoia შეინარჩუნებს ტექნიკურ სიახლოვეს Tundra-სთან და მიიღებს ჰიბრიდულ ძალოვან აგრეგატს (437 ცხენის ძალა) და ტურბო V6 348 ცხენის ძალის სიმძლავრით. თუმცა, პიკაპისგან განსხვავებით, მას ექნება დამოუკიდებელი უკანა საკიდარი.

Tundra-სგან მას ძრავების გარდა, კიდევ ბევრი რამ ექნება: დიდი 14 დიუიმიანი სენსორული ეკრანი, TRD-ს სხვადასხვა პაკეტი, მათ შორის TRD Pro, რომელიც აუმჯობესებს ავტომობილის გამავლობის შესაძლებლობებს.

Sequoia ამერიკის ბაზარზე Land Cruiser-ს ჩაანაცვლებს და ეს თიზერი, მხოლოდ პირველია იმ მრავალიდან, რომელსაც Toyota უახლოეს თვეებში გაგვიმხელს.