სჭირდება თუ არა ჰიბრიდულ ავტომობილს სპეციალურად შერჩეული ძრავის ზეთი?

სჭირდება თუ არა ჰიბრიდულ ავტომობილს სპეციალურად შერჩეული ძრავის ზეთი?

ჰიბრიდული ძრავი ხასიათდება განსაკუთრებული საპოხი მოთხოვნებით და ბევრად მეტ დატვირთვას განიცდის, ვიდრე მხოლოდ შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილი, (მაგ: დიზელი, ბენზინი..)
 ჰიბრიდული ძრავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეთის სწორად შერჩევა, მისი ტემპერატურაზე მუშაობის და სიბლანტის სწორად განსაზღვრა.

 ჰიბრიდული ძრავი საჭიროებს მეტად თხევად ზეთს, რომელიც სწრაფად თბება, რადგან ბენზინის ძრავი პერიოდულად ითიშება, როდესაც ელექტრო ძრავი მუშაობს და როდესაც იქოქება, ის სწრაფად საჭიროებს ძრავის ზეთის ტემპერატურის დროულ აწევას.
სწორად შერჩეული ძრავის ზეთი საშუალებას მოგცემთ:
1️⃣ დაზოგოთ საწვავზე. ძრავი იმუშავებს შეუფერხებლად, რაც შეამცირებს დახარჯულ ენერგიას და გახდის ავტომობილს უფრო ეკონომიურს.
2️⃣ გაზარდოთ ძრავის რესურსი. მძლავრი, თხელი დამცავი ფენა ძრავის ნაწილებს ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს. მის გარეშე ძრავა გადახურდება და გამოვა მწყობრიდან. ძრავის ზეთი ანეიტრალებს მჟავებს, რომლებიც წვის შედეგად წარმოიქმნება და გაცილებით ხანგრძლივად იცავს კოროზიისგან.
3️⃣ გაზარდოთ ჰიბრიდული სისტემის ენერგოეფექტურობა.
4️⃣ ეფექტურად ამუშავოთ ძრავი დაბალ ტემპერატურაზე.
5️⃣ თქვენი ძრავა იდეალურად იმუშავებს ნებისმიერ ამინდსა და მართვის პირობებში.
თუ საჭირო დროს არ ცვლით ძრავის ზეთს, ან იყენებთ დაბალი ხარისხის პროდუქტს, მექანიზმები უფრო სწრაფად ცვდება, რამაც შეიძლება საბოლოოდ ძრავის დაზიანება გამოიწვიოს.