ღირს თუ არა მეორადი Toyota Aqua-ს ყიდვა, გარბენით?

Toyota Aqua B კლასის ჰეჩბეკი ჩვენთვის კარგად არ არის ცნობილი.  ამ ექსკლუზიურად მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ხუთკარიანი ჰიბრიდის  დებიუტი 2011 წელს შედგა, როგორც Prius-ის კომპაქტური ალტერნატივა. პატარა ჰეჩბეკი, რომელსაც ზოგიერთ ბაზარზე Prius c-ს უწოდებენ, ბოლო 20 წლის განმავლობაში იაპონიის ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სიახლედ ითვლება. მსოფლიოში ჰიბრიდებს შორის Aqua-ზე უფრო პოპულარული მხოლოდ პრიუსია.

Toyota Aqua აღჭურვილია 99 -ძლიერი ძალოვანი აგრეგატით, 1.5 ატმოსფერნიკით, ვარიატორით და ელექტროძრავით. მეორად ბაზარზე  შეგიძლიათ იპოვოთ ამ მანქანების საკმარისი რაოდენობა 70,000-დან 100,000 კმ-მდე გარბენით.

როგორ აარჩიოთ Toyota Aqua გარბენით?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავტომობილის მფლობელს, სათანადო და რეგულარული მოვლის შემთხვევაში, 300 000 კმ-მდე შეაწუხოს სერიოზულმა პრობლემებმა.

ავტომობილის შემოწმება ჯობს დაიწყოთ ძირის მდგომარეობის შეფასებით. იქ მდებარეობს ძალოვანი გაყვანილობა, რომელიც გადაჭიმულია ბატარეამდე (უკანა სავარძლის ქვეშ). ის უნდა იყოს ხელუხლებელი, ჰერმეტული, კარგად დამაგრებული და არ ეტყობოდეს რემონტის კვალი. დაბალძირიანი Aqua-ს ნებისმიერი დაზიანება – ახალი მფლობელისთვის ლატარიაა, რომელიც სერიოზული სარემონტო ხარჯების რისკია.

კომპაქტური ჰიბრიდის გამოშვებისას მასზე დაყენებული 1.5 ბენზინის ძრავა უკვე საფუძვლიანად იყო მოდერნიზებული იაპონელების მიერ. დგუშის ჯგუფი უფრო უპრობლემო გახდა და ტუმბოს ქამრის ამძრავი შეიცვალა ელექტროძრავით. თუმცა, დროსელის კორპუსი, EGR სარქველი და შემშვები კოლექტორი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს მანქანაზე.

Aqua-სთან დაკავშირებით  ყველაზე მეტი ჩივილი ელექტრო ნაწილზე – მაღალი ძაბვის ბატარეაზეა. გადახურების, კონტაქტების მჟავიანობის და მდგომარეობის მონიტორინგის არარსებობის გამო, ბატარეა შეიძლება “მოკვდეს” ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მისი საგარანტიო 10 წელი, ან 300,000 კმ გარბენია. ასე რომ, ჰიბრიდის ამ ნაწილის საფუძვლიანი შემოწმების და დიაგნოზის გარეშე, არ უნდა იყიდოთ მანქანა.

Aqua საკიდარი გამძლეა, ბერკეტებმა და მდუმარე ბლოკებმა შეიძლება გაძლოს  200000 კმ-მდე, ხოლო ამორტიზატორებმა –  150000 კმ-მდე.

Cadillac-მა წარადგინა Le Mans ჰიპერმანქანა – პირველი 20 წლის მანძილზე

კომპანია Cadillac-მა წარადგინა პროტოტიპი სახელწოდებით Project GTP (Grand Touring Prototype). სახელი  ამერიკული სარბოლო სერიის IMSA-ს ერთ-ერთ კლასს უკავშირდება, რომელშიც ბოლიდის დებიუტი იქნება.   კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპულ ტრასებს დაუბრუნდება. ბოლოს Cadillac-ის ავტომობილები მონაწილეობას იღებდნენ საკულტო „ლე-მანის 24 საათში” – 2000-იანი წლების დასაწყისში.

პროტოტიპი Cadillac-მა კომპანია Dallara-სთან ერთად შეიმუშავა, რომელიც სპეციალიზირებულია სარბოლო შასებზე. სპეციალურად მანქანისთვის შექმნეს სრულიად ახალი V8, – 5,5 ლიტრი მოცულობით. ის იმუშავებს ელექტრო „ზედაშენებით“, რომლის სპეციფიკაციები LMDh კლასისთვის განისაზღვრება სარბოლო რეგლამენტით. სხვა ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ ეტაპზე კომპანია ძირითად ყურადღებას Project GTP-ის დიზაინს უთმობს. როგორც ამბობენ, ის შესრულებულია ბრენდის სტილისტური პრინციპების სრული დაცვით და ავტომობილი აშკარად იდენტიფიცირებულია, როგორც Cadillac.

 

როდისაა საჭირო ელემენტების გაგრილების სისტემის დიაგნოსტიკა

ძრავის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა მხოლოდ ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმშია შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ავტომობილების მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გაგრილების სისტემას.

ჰიბრიდულ ავტომობილებს მოვლის გარკვეული სპეციფიკა აქვთ. ელემენტები პერიოდულად საჭიროებენ შემოწმებას და მოვლას. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მაღალვოლტიანი ბატარეის გაგრილების ვენტილატორია (ქულერი).

გამომდინარე იქიდან, რომ გაგრილების სისტემისთვის ჰაერის მიღება სალონის გავლით ხდება, მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, კერძოდ კი დაბინძურება მტვრით და ნაგვით, სამგზავრო განყოფილებიდან ჰაერთან ერთად  მოდის.

თუ არ იქნებით ყურადღებით, ქულერის ფრთებზე დაგროვილი მტვერი საგრძნობლად შეამცირებს გაგრილების ხარისხს. შესაძლოა გამოიწვიოს ქულერის გაფუჭებაც.

ელემენტების გაგრილების ეფექტურობის  ვარდნამ შეიძლება ფატალურად დააზიანოს მაღალვოლტიანი  ბატარეა. საკმარისია ერთი გაცხელება და თქვენ ახალი ელემენტების ყიდვა მოგიწევთ.

მკურნალობა ყოველთვის დიაგნოსტიკით იწყება. უფრო მეტიც, სწორი დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის 50%-ია. ეს პოსტულატები გამოიყენება როგორც ცოცხალ ორგანიზმებზე, ასევე მაღალვოლტიან ელემენტებზეც.

როდისაა საჭირო ელემენტების გაგრილების სისტემის დიაგნოსტიკა?

თუ აშკარად გაზრდილია საწვავის მოხმარება და ეს არ არის დაკავშირებული გარე ტემპერატურასთან, საწვავის ხარისხთან, მართვის სტილთან, ძრავის გაცხელებასთან და სხვ. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, თუ დიდი ხანია ატარებთ ჰიბრიდს და დარწმუნებული ხართ, რომ ყველა თანაბარ პირობებში საწვავის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, გირჩევთ, მოხვიდეთ ჩვენთან დიაგნოსტიკისთვის.

დიაგნოსტიკის სახეები:

პირველადი კომპიუტერული დიაგნოსტიკა

აქედან იწყება ყველაფერი. პირველადი დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ, რომელ ნაწილშია გაუმართაობა. გვაწვდის ინფორმაციას ელემენტების წყვილების (ნაწილები, მოდულები, სექციები) შესახებ, რომლებიც გამოუსადეგარია შემდგომი მუშაობისთვის.

სრული დიაგნოსტიკა

იძლევა ყველაზე სრულ ინფორმაციას ელემენტებისა და მისი ყველა წყვილის ცვეთის შესახებ.

იხილეთ ასევე: რა უნდა იცოდეთ ჰიბრიდული ელემენტების გაგრილების სისტემაზე