რა შეცდომებს უშვებთ ავტომობილში კონდიციონერის ჩართვისას

სინამდვილეში, ბევრმა ავტომოყვარულებმა არ იციან, როგორ გამოიყენონ ავტომობილის კონდიციონერი სწორად და გარკვეულ შეცდომებს უშვებენ, რომლებიც იწვევს დისკომფორტს და ზოგჯერ, მძღოლის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები კონდიციონერის მოხმარებისას:

 

  1. კონდიციონერის ჩართვა სალონის განიავების გარეშე;
  2. ჰაერის ნაკადების არასწორი მიმართულება (გულმკერდის არეში მიმართულმა ჰაერის ცივმა ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს გაციება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები);
  3. კონდიციონერის ჩართვა პირდაპირ დაბალ ტემპერატურაზე სიცხეში;
  4. ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მოხმარება (ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს გაციება);
  5. კონდიცირების სისტემის დაგვიანებული და არასწორი მოვლა. ფრეონის არარეგულარული შემოწმება, ან არასწორი ფრეონის საკუთარი ხელით შევსება.
  6. სალონის ფილტრის არარეგულარული წმენდა/შეცვლა.

 

მანამ, სანამ ფრეონს დაამატებთ ან შეცვლით, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომელი და როგორი ტიპის ფრეონის გამოყენებაა რეკომენდებული კონდიცირების მწარმოებლის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ფრეონი არ ურთიერთქმედებს ზეთთან კომპრესორში, ამან კი შესაძლოა კომპრესორის სწრაფი დაზიანება და კონდიცირების მთლიანი სისტემის მუშაობის დაბალი ეფექტურობა გამოიწვიოს.

კიდევ ერთი გავრცელებული  შეცდომა სალონის ფილტრის არალეგულარული წმენდა და შეცვლაა. ის ავტომწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა შეიცვალოს. სალონის ფილტრის შეცვლის სიხშირე საშუალოდ 10-20 000 კილომეტრი გარბენის შემდეგაა.

დაბინძურებული სალონის ფილტრი ავტომობილის სალონში აჩენს მტვერს, მავნე მიკრობებს და უსიამოვნო სუნს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად კონდიციონერი ავტომობილში:

კონდიციონერის სწორი ექსპლუატაცია მოიცავს შემდეგ წესებს:

  1. უნდა განიავდეს ავტომობილის სალონი კონდიციონერის ჩართვამდე 3-5 წუთის განმავლობაში;
  2. ცივი ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს მიმართული პირდაპირ მძღოლის/წინა მგზავრის  მიმართულებით;
  3. ცივი ჰაერი უნდა მიდიოდეს საქარე მინისკენ, ზემოთ, ან გვერდითა ფანჯრის მიმართულებით;
  4. სიცხეში ჩართვისას, კონდიციონერი ჯერ ზომიერ ტემპერატურაზე უნდა დაყენდეს, შემდეგ კი ნელ-ნელა შემცირდეს ტემპერატურა;
  5. ჩართული კონდიციონერით ხანგრძლივი მგზავრობისას, სალონი ყოველ საათში ერთხელ უნდა განიავდეს.
  6. უნდა შემოწმდეს და საჭიროებისამებრ შეიცვალოს სალონის ფილტრი – რეგულარულად!

სალონის ფილტრის შემოწმება/შეცვლა შეგიძლიათ ჰიბრიდ ლაბში.

დაგვირეკეთ ნომერზე 574 215 005
📫 მის: სანზონა, დ. გურამიშვილის N70

 რა უნდა იცოდეთ TOYOTA-ს ჰიბრიდულ ავტომობილებზე

შექმნილია კომფორტული გამოყენების მიზნით. TOYOTA-ს  თვითდამუხტვადი ელექტრო-ბენზინის ჰიბრიდები შეუმჩნევლად გადაერთვებიან ენერგიის წყაროებს შორის და საშუალებას გაძლევენ, იმგზავრო ისე, როგორ აქამდე მგზავრობდი.

 

ნაკლები CO2

 

გაცილებით სუფთა და ეკოლოგიური მართვის მეთოდი. ბოლო 23 წლის მანძილზე, TOYOTA-ს  ჰიბრიდებმა 120 მლნ. ტონაზე მეტი  CO2-ის გამონაბოლქვი დაზოგა, მთელს მსოფლიოში.

ტოიოტას ავტომობილებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ ელექტრო ენერგიაზე, მხოლოდ ბენზინზე და ორივეს შერწყმით. მათი მუშაობა ხდება ავტომატურად მძღოლის ჩარევის გარეშე რაც გაძლევთ 70%-ით ნაკლებად ნაკლებ CO2-ს სხვა ბენზინისა და დიზელის ძრავებთან შედარებით.

 

იმგზავრე თავდაჯერებულმა

TOYOTA მათი ტექნოლოგიებისადმი ნდობის დასადასტურებლად, TOYOTA-ს  ჰიბრიდულ აკუმულატორებზე  10 წლიან გარანტიას სთავაზობს. თითოეულ ავტომობილზე კი 5 წლიან გარანტიას (ან 150 000 კმ-მდე გარბენა) და 24/7 გზებზე ტენიკურ დახმარებას.

 

არ გჭირდებათ ელექტრო ენერგიაზე მიერთება

 

ელექტრო-ბენზინის ჰიბრიდები თავად იტენება. მათ არ სჭირდებათ ელექტროენერგიის წყაროსთან დაკავშირება (გარდა Prius Plug-in Hybrid-ისა). უბრალოდ ჩაჯექით, გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედი და მიეცით საშუალება მანქანას, გამოიმუშაოს ელექტროენერგია მოძრაობისას.

 

WLTP მონაცემებით, ტოიოტას ამჟამინდელი ჰიბრიდული მოდელების საწვავის კომბინირებული მოხმარება არის 3,8-5,8 ლ/100 კმ, კომბინირებული CO2 გამონაბოლქვი 87-131 გ/კმ.

რა უნდა იცოდეთ TOYOTA PRIUS ჰიბრიდის გაგრილების სისტემაზე

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ავტომობილს სამუხრუჭე სითხის დაგვიანებით შეცვლამ

სამუხრუჭე სითხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მანქანის სამუხრუჭე სისტემაში. სამწუხაროდ, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის შემდეგ, მანქანის მფლობელები უგულებელყოფენ  სამუხრუჭე სითხის რეგულარულ შემოწმებას.

რატომ უნდა შეცვალოთ სამუხრუჭე სითხე?

ავტომობილის ექსპლუატაცისას, მუხრუჭის პედალზე დაჭერისას, სითხე განსაზღვრულ ტემპერატურამდე თბება, რომელიც დუღილის ტემპერატურაზე დაბალი უნდა იყოს. დუღილის დროს წარმოიქმნება ჰაერის ბუშტები, რაც საბოლოოდ იწვევს სისტემაში არასაკმარის წნევას და სამუხრუჭე პედლის გაუმართაობას.

სამუხრუჭე სითხის შეუცვლელობის გამო, შეიძლება განვითარდეს სამუხრუჭე ცილინდრების კოროზია და მოხდეს სამუშაო ზედაპირების დაჟანგვა. იზრდება ზეწოლის ძალა პედალზე სითხის საპოხი თვისებების გაუარესების გამო, ასევე, ხანმოკლე და ინტენსიური დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე სითხეში წყლის ადუღების რისკი ჩნდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პედლის ჩავარდნა ექსტრემალურ სიტუაციაში.

სამუხრუჭე სისტემის მუშაობისას, კონკრეტულად, კი მუხრუჭის მოხსნისას სამუხრუჭე სითხე ბრუნდება ავზში და ერევა მის შიგთავსს. ამგვარად, ნესტი გარედან ხვდება მთელ სამუხრუჭე სისტემაში.

სამუხრუჭე ხუნდების შემოწმება რეკომენდებულია  6 თვეში ერთხელ, ხოლო სამუხრუჭე სითხე საშუალოსტატისტიკურმა მძღოლმა უნდა შეცვალოს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ან ყოველი 60000 კმ-ის გავლის შემდეგ. ამასთან, აუცილებელია სითხის მდგომარეობის პერიოდულად კონტროლი.

სამუხრუჭე სითხის მდგომარეობის განსაზღვრა და მისი შეცვლა უნდა მოხდეს ავტოსერვისში, სპეციალური დიაგნოსტიკური აპარატით.

როგორ გამოიყურება Toyota RAV4-ის კონკურენტი ჰიბრიდი, ფუტურისტული სალონით

Dongfeng-მა ახალი კროსოვერის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა – ის ჩინეთის ბაზარზე ქვებრენდი -Aeolus-ით შევა. ჰიბრიდულ ავტომობილს – Haoji ჰქვია და გაყიდვაში 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩაეშვება.

Aeolus Haoji იმავე კლასში შედის, რომელშიც Toyota RAV4, VW Tiguan ან Kia Sportage. მისი გარეგნობის მთავარი მახასიათებელი მასიური რადიატორის ცხაურია, რომელსაც დიზაინერებმა  “ჩანჩქერი”უწოდეს.

უკანა ფარებს აქვს რთული გრაფიკა და დაკავშირებულია ვიწრო მანათობელი ზოლით.

ფუტურისტულ ინტერიერში არის უზარმაზარი ორმაგი დისპლეი ინსტრუმენტთა პანელისა და მედია სისტემისთვის, ხოლო ფიზიკური ღილაკების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. წინა პანელზე და საჭის მასიურ სპიკებზე არის სენსორული ჩანართები. გარდა ამისა, ვიწრო ჩასმული ეკრანი ასევე მდებარეობს  მგზავრის წინ.

თქვენ რომელი კროსოვერი მოგწონთ? იაპონური Toyota RAV4 თუ ჩინური Haoji?