ავტომობილების სამყაროში ნამდვილი რევოლუციაა: Toyota-მ Lexus-ის ელექტრო მანქანა ხელოვნური ინტელექტით და 1000 კმ სიმძლავრის რეზერვით წარმოადგინა

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ ახალი ელექტრომობილი – Lexus წარმოადგინა, რომელიც ელექტრომობილების ბაზრის რევოლუციას გვპირდება. Lexus-ის ახალი მოდელი არა მხოლოდ  შთამბეჭდავ რეზერვს გვთავაზობს 1000 კილომეტრამდე, არამედ აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც   მანქანას ნამდვილად უნიკალურს და მიმზიდველს ხდის მყიდველებისთვის.

ახალი ელექტრომობილის   ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხელოვნური ინტელექტის (AI) არსებობა მანქანაში.   AI არ არის მხოლოდ წინასწარ დაყენებული ალგორითმების კოლექცია; მას შეუძლია ისწავლოს, მოერგოს მძღოლს და გზის პირობებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანას შეუძლია საგზაო პირობების პროგნოზირება, მფლობელის მართვის სტილის ანალიზი და ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შეთავაზებაც კი. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მართვის ეფექტურობას და კომფორტს, რაც ახალ Lexus-ს უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის.

LF-ZC-ს აქვს ვრცელი სალონი და აღჭურვილია მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით, რომელსაც Toyota უწოდებს ბატლერს (Butler). ავტომწარმოებლის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია განსაზღვროს ისეთი პრეფერენციები, რომლებიც შესაძლოა მძღოლებმა არც კი იცოდნენ.

ენერგიის რეზერვი 1000 კილომეტრი: რევოლუციური გარღვევა

ახალი ელექტრომობილი Lexus-ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მახასიათებელია მისი საოცარი 1000 კილომეტრის რეზერვი  ერთი დამუხტვით. ეს აყენებს მანქანას კონკურენციის მიღმა და აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი მძღოლების მოთხოვნილებებსაც კი.

ეს შთამბეჭდავი დიაპაზონი მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მაღალი ტევადობის ბატარეების წყალობით, რომლებიც შექმნილია მაქსიმალური ეფექტურობისა და ხანგრძლივობისთვის. გარდა ამისა, ენერგიის აღდგენის სისტემა საშუალებას აძლევს მანქანას ეფექტურად გამოიყენოს ენერგია დამუხრუჭებისა და ურბანული ციკლის დროს მოძრაობისას.

სწრაფი და მოსახერხებელი დამუხტვა

თანაბრად მნიშვნელოვანია ახალი Lexus-ის სწრაფად და მოხერხებულად დამუხტვის შესაძლებლობა. ეს ელექტრო მანქანა მხარს უჭერს დატენვის თანამედროვე სტანდარტებს, მათ შორის მაღალსიჩქარიანი დამუხტვის სადგურებს. დამტენი სადგურის სიმძლავრიდან გამომდინარე, დატენვის დრო შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

სწრაფ დამტენზე, როგორიცაა 350 კვტ სადგური, მანქანის 80%-მდე დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 20-30 წუთში. თუმცა, სტანდარტული სახლის დამუხტვა ჩვეულებრივი განყოფილების გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს 7-დან 12 საათამდე, რაც დამოკიდებულია ბატარეის სიმძლავრეზე და დატენვის დენზე.

„ამ გარღვევის მიღწევის გასაღები არის ნაწილების რაოდენობის შემცირება ყველა მიმართულებით, მათ შორის პატარა, მაგრამ უფრო ეფექტური ბატარეები მეტი სიმძლავრითა და დიაპაზონით“, – თქვა Toyota-ს ბრენდის დირექტორმა საიმონ ჰამფრისმა კონცეპტუალური მოდელის წარდგენისას.

Toyota და მისი ქვებრენდი  Lexus   აგრძელებენ ინოვაციისკენ სწრაფვას საავტომობილო ინდუსტრიაში. მათი უახლესი პროდუქტი, Lexus AI-ზე მომუშავე ელექტრო მანქანა 1000 კილომეტრიანი დისტანციით, წარმოადგენს მთავარ ნაბიჯს ეკოლოგიურად სუფთა და ჭკვიანი მანქანების განვითარებაში. შორ მანძილზე მართვის შესაძლებლობებითა და ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის წყალობით, Lexus გპირდებათ იყოს პოპულარული არჩევანი ავტომობილის მოყვარულთა შორის, რომლებიც ეძებენ თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს.

 

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ავტომობილს სამუხრუჭე სითხის დაგვიანებით შეცვლამ

სამუხრუჭე სითხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მანქანის სამუხრუჭე სისტემაში. სამწუხაროდ, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის შემდეგ, მანქანის მფლობელები უგულებელყოფენ  სამუხრუჭე სითხის რეგულარულ შემოწმებას.

რატომ უნდა შეცვალოთ სამუხრუჭე სითხე?

ავტომობილის ექსპლუატაცისას, მუხრუჭის პედალზე დაჭერისას, სითხე განსაზღვრულ ტემპერატურამდე თბება, რომელიც დუღილის ტემპერატურაზე დაბალი უნდა იყოს. დუღილის დროს წარმოიქმნება ჰაერის ბუშტები, რაც საბოლოოდ იწვევს სისტემაში არასაკმარის წნევას და სამუხრუჭე პედლის გაუმართაობას.

სამუხრუჭე სითხის შეუცვლელობის გამო, შეიძლება განვითარდეს სამუხრუჭე ცილინდრების კოროზია და მოხდეს სამუშაო ზედაპირების დაჟანგვა. იზრდება ზეწოლის ძალა პედალზე სითხის საპოხი თვისებების გაუარესების გამო, ასევე, ხანმოკლე და ინტენსიური დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე სითხეში წყლის ადუღების რისკი ჩნდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პედლის ჩავარდნა ექსტრემალურ სიტუაციაში.

სამუხრუჭე სისტემის მუშაობისას, კონკრეტულად, კი მუხრუჭის მოხსნისას სამუხრუჭე სითხე ბრუნდება ავზში და ერევა მის შიგთავსს. ამგვარად, ნესტი გარედან ხვდება მთელ სამუხრუჭე სისტემაში.

სამუხრუჭე ხუნდების შემოწმება რეკომენდებულია  6 თვეში ერთხელ, ხოლო სამუხრუჭე სითხე საშუალოსტატისტიკურმა მძღოლმა უნდა შეცვალოს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ან ყოველი 60000 კმ-ის გავლის შემდეგ. ამასთან, აუცილებელია სითხის მდგომარეობის პერიოდულად კონტროლი.

სამუხრუჭე სითხის მდგომარეობის განსაზღვრა და მისი შეცვლა უნდა მოხდეს ავტოსერვისში, სპეციალური დიაგნოსტიკური აპარატით.

Toyota Hybrid: ჰიბრიდული სისტემის მუშაობის პრინციპი

კომპანია Toyota ჰიბრიდული მანქანების ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ჰიბრიდული ავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება მაღალი წარმოების, საიმედოობის, ეკოლოგიურობისა და ექსპლუატაციის დაბალი ხარჯების გამო.

Toyota-ს ჰიბრიდული სისტემა იყენებს ბეზინის ძრავას და ელექტრო ძრავას. „სრულ“ ჰიბრიდს შეუძლია გადაადგილდეს როგორც შიდა წვის ძრავის და HV-ელემენტის ერთობლივი გამოყენების პრინციპით, ასევე მხოლოდ ელექტროენერგიით. ამით განსხვავდება Toyota ჰიბრიდი სხვა, „რბილი“ ჰიბრიდული სისტემებისგან, რომლებშიც ელექტროძრავა მხოლოდ ბენზინის ძრავის მუშაობის გაუმჯობესებისთვის და მხოლოდ მასთან ერთად მუშაობს.

Toyota Hybrid-ის სისტემის შემადგენელი კომპონენტებია:

 

  • ბენზინის ძრავა, რომელიც მუშაობს ატკინსონის ციკლზე;
  • ელექტროძრავა;
  • წევის ელექტროძრავა;
  • ჰიბრიდული ტრანსმისია;
  • ინვენტორი.

Toyota Hybrid-ს შეუძლია იმუშაოს სამ რეჟიმში: CHARGE, ECO და POWER.

CHARGE – ჰიბრიდული სისტემის მაღალვოლტიანი (HV) ელემენტის ავტომატური დამუხტვა ხდება სტაბილური დამუხრუჭების დროს, კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის ხარჯზე.  მაღალვოლტიანი ელემენტი ასევე ავტომატურად იტენება მანქანის დაღმართზე მოძრაობის დროს. დაგროვილი მუხტი ელექტროძრავის მიერ შემდგომი მოძრაობისთვის გამოიყენება, რაც საწვავის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ECO რეჟიმი მაქსიმალურად იყენებს ჰიბრიდულ ამძრავს. ქალაქში ეკო რეჟიმში მოძრაობისას სისტემა ხშირად გაძლევთ საშუალებას მართოთ ექსკლუზიურად ელექტრო წევით.

POWER – აჩქარების, გასწრების ან მაღალი სიჩქარით მართვისას, მანქანა იყენებს შიდა წვის ძრავისა და ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრის სინერგიას მაღალი დინამიური მუშაობის მისაღებად.

მოძრაობის რეჟიმიდან და მძღოლის მართვის სტილიდან გამომდინარე, ავტომობილი განსაზღვრავს ოპტიმალურ რეჟიმს და შესაბამისად ასახავს მას ჰიბრიდული სიმძლავრის მოწყობილობის ინდიკატორზე.

ბენზინის ძრავისა და ელექტრული კომპონენტების ერთობლივი გამოყენების ასეთი ეფექტური პრინციპის მიღებით, მანქანას შეუძლია გადალახოს მანძილი დატენვის გარეშე.

ჰიბრიდული სისტემის ელემენტების წმენდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

კონტაქტების დაჟანგვა ზრდის საწვავის ხარჯს, ხოლო ავტომობილის აჩქარების დინამიკა – მცირდება.

კონტაქტების დაჟანგვა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • როგორ გარემოში იმყოფება ავტომობილი;
  • რომელი ქვეყნიდანაა ჩამოყვანილი;
  • როგორი იყო მისი სტატუსი (მდგომარეობა);
  • ტენიანი გარემო (აჩქარებს დაჟანგვის პროცესს).

კონტაქტების ქიმიური წმენდის შემდეგ, ავტომობილი მომდევნო 3 წლის მანძილზე აღარ საჭიროებს წმენდას.

მსოფლიო ავტომწარმოებლები რუსეთში მანქანების მიწოდებას აჩერებენ

Volvo Cars რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წაყენებული სანქციების გამო შეაჩერებს მანქანების მიწოდებას რუსეთის ბაზარზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება რუსეთთან მასალების ვაჭრობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო მიიღო.

„Volvo Cars“ ჯერჯერობით აღარ მიაწოდებს ავტომობილებს რუსულ ბაზარს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ვოლვოს წარმომადგენლის თქმით, ავტომწარმოებელი მანქანებს რუსეთში ახორციელებს შვედეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ქარხნებიდან. ვოლვომ 2021 წელს რუსეთში დაახლოებით 9000 მანქანა გაყიდა.

Приехали. Мировые производители прекращают поставки машин в Россию - Бизнес - Новости Санкт-Петербурга - Фонтанка.Ру

ავტომობილების მიწოდებას რუსეთში ასევე მინიმუმ 6 ავტომწარმოებელი აჩერებს: Audi, General Motors, Volkswagen, Skoda и Jaguar Land Rover. 

მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებს შორის, რომლებსაც ჯერ არ გამოუცხადებიათ ავტომობილების მიწოდების შეწყვეტის შესახებ, არის Toyota. თუმცა, იაპონიამ ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა გლობალური სანქციების მხარდაჭერა. რამდენად მალე იქნება აკრძალული Toyota (97,941) Lexus (19,362), Nissan (51,338) Infiniti (2,034), Mitsubishi (27,699), Mazda (29,177), Suzuki (9,159) და Subaru (5 65) ავტომობილების ექსპორტი რუსეთში, ჯერ-ჯერობით უცნობია.

პირველი ჰიბრიდული ავტომობილი – Lohner-Porsche Hybrid 1901 წელს შეიქმნა

Lohner-Porsche-ს პირველი ჰიბრიდული მანქანა შტუტგარტში, “პორშეს” მუზეუმში ინახება.

ჰიბრიდის ყველაზე პირველი კონსტრუქცია – თანმიმდევრული, საავტომობილო ინდუსტრიის გარიჟრაჟზე, ფერდინანდ პორშემ გამოიგონა. სამუშაო პროტოტიპი Lohner-Porsche Hybrid-ი 1901 წელს გამოჩნდა. „პრიუსამდე“ ასი წლით ადრე.

Lohner-Porsche — Википедия

სინამდვილეში, ჰიბრიდული მანქანა თითქმის იგივე ასაკისაა, როგორც ბენზინზე მომუშავე, უბრალოდ მას მთელი საუკუნე მოუწია ლოდინი.

იაფი საწვავით, ტექნიკურად რთულ ჰიბრიდებს  უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. მე-20 საუკუნეში ეკოლოგიის საკითხები კი ძალიან ცოტას აღელვებდა.

Lohner-Porsche Hybrid

პირველი სერიული ჰიბრიდული ავტომობილი Toyota Prius-ი, საიმედოობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერია

 რამდენიმე წელია, რაც Prius-ი დომინირებს ყველაზე საიმედო მანქანების რეიტინგში, რომელიც გერმანიის ტექნიკური ინსპექტირების ინსტიტუტმა (TUV) შეადგინა.

Continue reading “პირველი სერიული ჰიბრიდული ავტომობილი Toyota Prius-ი, საიმედოობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერია”

აშშ-ს ისტორიაში პირველად, Toyota-ს გაყიდვებმა GM-ის გაყიდვების გაასწრო

 სედანების კატეგორიაში გაყიდვების ლიდერი Camry და Corolla იყო, ჯიპებში კი Highlander-ი.
 Toyota-ს გაყიდვები გაიზარდა 10%-ით და 2.3 მილიონი გახდა.
 GM-ის კი შემცირდა 12%ით და გახდა 2.2 მილიონი.

Continue reading “აშშ-ს ისტორიაში პირველად, Toyota-ს გაყიდვებმა GM-ის გაყიდვების გაასწრო”

ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური კითხვაა: როდის შევცვალოთ ანტიფრიზი?

 ანტიფრიზი, იგივე გამაგრილებელი, არის ტექნიკური სითხე, რომლის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია ავტომობილის ფუნქციონირება. მისი როლი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად საწვავის, ან ძრავის ზეთის.
როგორც ნებისმიერი ტექნიკური სითხე ავტომობილის სისტემებში, ანტიფრიზიც საჭიროებს შეცვლას. როგორც წესი, მანქანა ამის შესახებ თავად ატყობინებს მძღოლს, თუ ის შესაბამისი სენსორითაა აღჭურვილი. თუ შეაჩნევთ, რომ ძრავის სამუშაო ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა და დიდი ხნის განმავლობაში არ უბრუნდება ჩვეულ მაჩვენებელს, შეგიძლიათ შეამოწმოთ ანტიფრიზის მდგომარეობა. თუ მას მუქი შეფერილობა აქვს, რაც ჟანგს მოგაგონებთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ მის შეცვლაზე.ბევრი ადამიანი არ უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას ანტიფრიზს, რაც გამოწვეულია იმით, რომ მისი შეცვლის პერიოდი არ არის ისეთი ხშირი, როგორც ძრავის ზეთის. უხარისხო, ან არასწორი ანტიფრიზის ჩასხმით შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ თქვენს ავტომობილს. ამიტომ, კარგი იქნება იცოდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი და შესაფერისი ანტიფრიზი.
უხარისხო შემადგენლობის მქონე ანტიფრიზის გამოყენება ძალიან საშიშია და ყველაზე ცუდი ისაა, რომ შედეგები შეიძლება ვერ შეამჩნიოთ ჩასხმისთანავე. ასევე, რთულია დიაგნოსტიკა: ყველა ხელოსანს არ შეუძლია მიხვდეს, რომ დაზიანების მიზეზი არასწორად შერჩეული ანტიფრიზია.ანტიფრიზის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის პროპილენი ან ეთიკენგლიკოლი. ცოტაოდენი გამოხდილი წყალი; საღებავი (მასზეა დამოკიდებული ანტიფრიზის ფერი); სპეციალური დანამატები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ სითხის გაგრილების თვისებებზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვადასხვა ფერის ანტიფრიზის ერთმანეთში შერევა, რადგან შესაძლოა, ისინი სხვადასხვა დანამატებს შეიცავდნენ და მათმა კომბინაციამ, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ავტომობილი.
ანტიფრიზის ყიდვისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ბრენდს და მწარმოებლის რეკომედაციებს. შეარჩიეთ ისეთი ცნობილი ბრენდის პროდუქტი, როგორიცაა მაგალითად Toyota და დარწმუნდით პროდუქტის ორიგინალობაში.

დაბალ ფასიანი ანტიფრიზი შეიძლება ადუღდეს 109 °C -ზე, ხოლო უფრო ძვირადღირებული სითხე უძლებს ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს 125 °C -მდე. რაც შეეხება მინუს ტემპერატურისადმი მდგრადობას, ხარისხიანი ანტიფრიზი -40 °C-ს უნდა უძლებდეს.
ძრავის გაციება ანტიფრიზის მთავარი დავალებაა, მაგრამ ის ასევე პასუხისმგებელია სალონის გათბობაზეც.
კოროზი(გადახურება) – მეტ-ნაკლებად ხშირი მოვლენაა, რომელიც ანტიფრიზის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. გადახურებას ექვემდებარებიან მეტალები, რომლებიც უშუალო კონტაქტში შედიან ანტიფრიზთან. შედეგად, ძრავი გასცემს ნაკლებ სითბოს, ხოლო რადიატორი შესაბამისად იღებს, რაც ძრავის და სითხის გადახურებას იწვევს. ასევე, არასწორი ანტიფრიზის ჩასხმამ შეიძლება გამოიწვიოს თერმოსტატის „გაჭედვა“, ტუმბოს საკისარის ჰერმეტულობის დარღვევა; პომპის ფრთების განადგურება; რადიატორის და ძრავის არხების დაბინძურება; რადიატორის და ცილინდრების ბლოკის თავების ეროზია.
Hybrid Lab-ში შეგიძლიათ შეიძინოთ Toyota-ს ბრენდის ორიგინალი ანტიფრიზი და დაიცვათ თქვენი ავტომობილი არასასურველი დაზიანებებისგან და უხარისხო სითხის მიერ გამოწვეული პრობლემებისგან.

მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვირეკეთ ნომერზე 574 215 005
მის: სანზონა, დ. გურამიშვილის N70 👉📍 https://bit.ly/3ofY9bG
📍 ბელიაშვილის 199

Continue reading “ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური კითხვაა: როდის შევცვალოთ ანტიფრიზი?”

რატომ იზრდება საწვავის ფასი?

მიზეზად ეკონომისტები ოპეკის+-ის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) საქმიანობის სტრატეგიას ასახელებენ. ოპეკი+ ნავთობის მოპოვების მოცულობაზე მნიშვნელოვან შეზღუდვას აწესებს. წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდების მიუხედავად, ოპეკის+ ნავთობის მოპოვების ლიმიტს დღე-ღამეში მხოლოდ 400 000 ბარელით ზრდის.

ეორე მხრივ, პანდემიის დასაწყისში ჩაკეტილი სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკები უკვე გაიხსნა და შესაბამისად, საწვავზე მოთხოვნაც გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია. წარმოქმნილი დისბალანსი კი თავის მხრივ საწვავს აძვირებს.

ოპეკი +-ის პროგნოზით, 2022 წელს საწვავზე მოთხოვნა დღე-ღამეში 100.6 მლნ ბარელს მიაღწევს, რაც 500 000 ბარელით მეტი იქნება 2019 წლის, პანდემიამდელ მაჩვენებელზე. ამ მონაცემებით, საწვავზე ფასის ზრდის ტენდენცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.
ამ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჰიბრიდულ ავტომობილზე

 თუ არ დააწვებით ძლიერად აქსელერატორს (ამაჩქარებელს), ჰიბრიდული ავტომობილის დამუხტული აკუმულატორით, მანქანა მხოლოდ ელექტროენერგიაზე იმოძრავებს. თუ ძლიერად დააწვებით – ამუშავდება შიგაწვის ძრავა.
 ელექტროენერგიაზე შეგიძლიათ დაახლოებით 1 კმ-ს გავლა, პედალზე დაწოლის სიმძლავრის დარეგულირებით, რომ შიგაწვის ძრავა არ ამოქმედდეს.
სისტემის მუშაობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, გარე ტემპერატურა (ამინდი), აკუმულატორის დამუხტვა, ძრავის ტემპერატურა, ელემენტი, ანტიფრიზი. ჰიბრიდს შეუძლია ელექტროენერგიით იაროს ერთი დღე და არ ჩაქრეს იმავე გზაზე, მეორე დღეს.
 როცა საცობში ელექტროძრავაზე მომუშავე ჰიბრიდის ელემენტი დაიცლება, შიგაწვის ძრავა თავისით ჩაირთვება და ელემენტს დაახლოებით 5 წუთში, ნახევრამდე დატენის, რის შემდეგაც ის თვითონვე გამოირთვება.