რატომ მოიმატა საწვავის წვამ ? – გაიგე, რა არის  მიზეზი!

 რატომ მოიმატა საწვავის წვამ ? – გაიგე, რა არის მიზეზი!

როგორც ცნობილია, ზაფხულში ავტომობილმა ნაკლები საწვავი უნდა მოიხმაროს, მაგრამ პრაქტიკაში, ზოგჯერ თვალნათლივ ჩანს, რომ ეს ასე არ არის. თეორიულად, თბილ სეზონზე საწვავის მოხმარება ნამდვილად ნაკლები უნდა იყოს, რადგან ძრავა უფრო სწრაფად ხურდება და ყველა პროცესი მასში თავიდანვე ნორმალურად მიდის: საწვავის დაშლა და აორთქლება დაქოქვისას, სამუშაო ნარევის აალება ცილინდრში და მისი წვა.

ასევე, ისინი, ვინც მიეჩვია მგზავრობის წინ ძრავის გათბობას, ზაფხულში ამაზე ნაკლებ დროს და შესაბამისად, ნაკლებ საწვავს ხარჯავენ. ამასთან, მოძრაობის მიმართ ნაკლებ წინააღმდეგობას ქმნის მუდმივად გაცხელებული ტრანსმისია და გზაზე თოვლისა და ყინულის სახით დაბრკოლებების არარსებობა.

მიუხედავად ამისა, მძღოლები, რომლებიც ყურადღებით აფიქსირებენ ავტომობილის საწვავით შევსების ხარჯებს, ხშირად ამჩნევენ, რომ ზაფხულში ის მაინც არ იკლებს. – რატომ ხდება ასე?

ყველაზე გავრცელებული და მთავარი პრობლემა – კონდიციონერს უკავშირდება. მოგწონთ თუ არა, ცხელ ამინდში ხშირად და ინტენსიურად გიწევთ კონდიციონერის გამოყენება. კონდიციონერზე უარის თქმა არ გადაჭრის საწვავის ჭარბი მოხმარების პრობლემას. სიცხეში როგორმე უნდა გაგრილდეთ. თანაც, ღია ფანჯრები და ლუქი მკვეთრად გაზრდის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას და საწვავის მოხმარებას, რომელიც პირდაპირ მასზეა დამოკიდებული.

 

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზრდის წვას – ჰაერის ფილტრის სისუფთავეა. ზაფხულის მტვერმა, მფრინავმა მწერებმა შეიძლება ფილტრი ისე დაბლოკოს, რომ ძრავს ჰაერის მიწოდება მკვეთრად შეუმციროს. სწორედ გაუწმენდავი ჰაერის ფილტრი არის მიზეზი, რის გამოც მანქანა ბევრ საწვავს მოიხმარს. ძრავში ჰაერის ნაკლებობის გამო  ირღვევა ჰაერის მასობრივი ნაკადის სენსორი, შედეგად წარმოიქმნება არასწორი ნარევის ფორმირება, რომელიც იწვევს ავტომობილის საწვავის მოხმარების გაზრდას.

ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად ძნელი ხდება ძრავისთვის ჰაერის შეწოვა, როდესაც ჰაერის ფილტრი გადაკეტილია მტვრით და ჭუჭყით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ძრავა უფრო ძლიერად იტვირთება და მეტ საწვავს მოიხმარს. ამიტომ ჰაერის ფილტრი უნდა შეცვალოთ  ძრავის ზეთის შეცვლასთან ერთად, ან გაწმინდოთ პერიოდულად. ჰაერის ფილტრის შეცვლის სიხშირე საშუალოდ 8 000 კილომეტრი გარბენის შემდეგაა.

კონდიციონერის სწორი ექსპლუატაცია მოიცავს შემდეგ წესებს:

  1. უნდა განიავდეს ავტომობილის სალონი კონდიციონერის ჩართვამდე 3-5 წუთის განმავლობაში;
  2. ცივი ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს მიმართული პირდაპირ მძღოლის/წინა მგზავრის  მიმართულებით;
  3. ცივი ჰაერი უნდა მიდიოდეს საქარე მინისკენ, ზემოთ, ან გვერდითა ფანჯრის მიმართულებით;
  4. სიცხეში ჩართვისას, კონდიციონერი ჯერ ზომიერ ტემპერატურაზე უნდა დაყენდეს, შემდეგ კი ნელ-ნელა შემცირდეს ტემპერატურა;
  5. ჩართული კონდიციონერით ხანგრძლივი მგზავრობისას, სალონი ყოველ საათში ერთხელ უნდა განიავდეს.
  6. უნდა შემოწმდეს და საჭიროებისამებრ შეიცვალოს სალონის ფილტრი – რეგულარულად!

სალონის ფილტრის შემოწმება/შეცვლა შეგიძლიათ ჰიბრიდ ლაბში.

დაგვირეკეთ ნომერზე 574 215 005
📫 მის: სანზონა, დ. გურამიშვილის N70