პირველი ჰიბრიდული ავტომობილი – Lohner-Porsche Hybrid 1901 წელს შეიქმნა

Lohner-Porsche-ს პირველი ჰიბრიდული მანქანა შტუტგარტში, “პორშეს” მუზეუმში ინახება.

ჰიბრიდის ყველაზე პირველი კონსტრუქცია – თანმიმდევრული, საავტომობილო ინდუსტრიის გარიჟრაჟზე, ფერდინანდ პორშემ გამოიგონა. სამუშაო პროტოტიპი Lohner-Porsche Hybrid-ი 1901 წელს გამოჩნდა. „პრიუსამდე“ ასი წლით ადრე.

Lohner-Porsche — Википедия

სინამდვილეში, ჰიბრიდული მანქანა თითქმის იგივე ასაკისაა, როგორც ბენზინზე მომუშავე, უბრალოდ მას მთელი საუკუნე მოუწია ლოდინი.

იაფი საწვავით, ტექნიკურად რთულ ჰიბრიდებს  უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. მე-20 საუკუნეში ეკოლოგიის საკითხები კი ძალიან ცოტას აღელვებდა.

Lohner-Porsche Hybrid

 Lamborghini-ს ელექტრიფიკაცია 2023 წელს დაიწყება

Lamborghini-ს უფროსმა ავტომწარმოებლის უახლოესი ათწლეულის გეგმებზე ისაუბრა.

2022 იქნება უკენესკნელი წელი, როდესაც Lamborghini იქნება ისეთი, როგორსაც დღემდე ვიცნობთ. კომპანიის პრეზიდენტმა, სტეფან ვინკელმანმა ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადა კომპანიის გეგმების შესახებ.  უახლოესი ათწლეულის მანძილზე ბევრი რამ შეიცვლება.

Lamborghini არ იტყვის ურს შიდა წვის ძრავაზე, თუმცა, 2022 წელი იქნება უკანასკნელი, როდესაც კომპანია  ბენზინის ძრავებს ელექტრო დანამატების გარეშე გამოიყენებს. 2023 წელს გამოჩნდება პირველი plug-in ჰიბრიდი. ათწლეულის შუა პერიოდში კი ყველა მოდელი ჰიბრიდი გახდება.

ასევე გამოჩნდება მთლიანად ელექტრო მოდელებიც. გამორიცხული არაა, რომ ეს იქნება პირველი კროსოვერი. ელექტრიფიკაცია ელის იტალიური მარკის ყველაზე პოპულარულ კროსოვერს – Lamborghini Urus-საც. ორ წელიწადში ის ჰიბრიდული ავტომობილი გახდება.

შემდეგი თაობის Toyota Sequoia უკვე გზაშია

Toyota-ს რამდენიმე საკმაოდ ძველი მოდელი ჰქონდა. დიდი, მაღალი გამავლობის Sequoia მათ შორისაა.

უახლოეს პერიოდში შესაძლოა მისი ჩანაცვლება ვიხილოთ. Land Cruiser, Lexus LX და პიკაპი Tundra უკვე განაახლეს. ახლა Sequoia, Land Cruiser Prado-სა და მისი შედარებით მდიდრული ვერსიის – Lexus GX-ის ჯერია. Continue reading “შემდეგი თაობის Toyota Sequoia უკვე გზაშია”

 შემდეგი თაობის Ford Mustang-ი შესაძლოა სრულ ამძრავიანი ჰიბრიდი გახდეს

„ფორდ მუსტანგი“ ბევრი ამერიკელისთვის ნამდვილი ხატი და ტრადიციის ციხესიმაგრეა – მარტივი, ორკარიანი კუპე საკმაოდ ძლიერი ძრავით. „მუსტანგს“ 2015 წლამდე პრიმიტიული უკანა საკიდარი ჰქონდა, მაგრამ დროსთან ერთად ლეგენდებიც იცვლება.

პირველმა თანამედროვე საკიდარმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ავტომობილის მობრუნების უნარი და ოთხ ცილინდრიანი ძრავა. სამომავლოდ, მუსტანგი სრულ ამძრავიანი ჰიბრიდი გახდება!

Ford Mustang-ის მეშვიდე თაობა 2023 წელს გამოჩნდება, როგორც 2024 წლის მოდელი. მწარმოებლის თქმით, მომავალი თაობის მუსტანგი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს Dodge Challenger-ს.

სავარაუდოდ, მეშვიდე თაობის „ფორდ მუსტანგი“ ყველა ამჟამინდელ ძრავს შეინარჩუნებს, 2.3 ლიტრიან 4 ცილინდრიან Ecoboost-იდან დაწყებული, 5.2 ლიტრიან V8 Predator-ით დამთავრებული, რომელსაც ასევე აყენებენ Shelby GT500-სა და GT500KR-ში.

ელექტრო მანქანებმა და ჰიბრიდებმა ევროპის ავტომობილების ბაზრის მეოთხედი დაიკავეს

ევროპაში, ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. JATO Dynamics-ის კვლევის თანახმად, 2021 წლის ნოემბრის შედეგებით, ასეთ ავტომობილებს 855281 მყიდველი გამოუჩნდათ.

Continue reading “ელექტრო მანქანებმა და ჰიბრიდებმა ევროპის ავტომობილების ბაზრის მეოთხედი დაიკავეს”

რატომ ანთებს საბურავის წნევის სენსორის ნიშანი პანელზე?

როცა თქვენი ავტომობილის მაჩვენებებელთა პანელზე ანთია საბურავების წნევის კონტროლის სისტემის მაჩვენებელი (TPMS), ძირითადად ეს იმის მანიშნებელია, რომ ჰაერის წნევა ერთ, ან რამდენიმე ბორბალში ნორმაზე დაბალია. ასევე, ნიშანი ანთებს მაშინაც, როდესაც საბურავის წნევის სენსორის ელემენტი ჯდება და მწყობრიდან გამოდის. Continue reading “რატომ ანთებს საბურავის წნევის სენსორის ნიშანი პანელზე?”

საინტერესო ფაქტები Toyota-ს ჰიბრიდულ ავტომობილებზე

Toyota-ს ჰიბრიდები „ჰიბრიდულ-ელექტრული“ ავტომობილები არიან, რადგან ითავსებენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას. Continue reading “საინტერესო ფაქტები Toyota-ს ჰიბრიდულ ავტომობილებზე”